|
2025-05-18 11:52:42, 1074 ნახვა
მსოფლიო
დღეს რომის პაპის ინაუგურაცია გაიმართება
რომის პაპი ლეო XIV წმინდა პეტრეს მოედანზე დღეს საინაუგურაციო წირვას ჩაატარებს. მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ წირვას დაახლოებით 250 000 მომლოცველი და მსოფლიო ლიდერებისა და სამეფო ოჯახის წევრების დიდი რაოდენობა დაესწრება, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბრიტანეთის პრინცი ედუარდი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზე. წირვა, რომელიც კვირას, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე დაიწყება. ტრადიციულად, პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე ხალხს მიესალმება. კარდინალების მსვლელობასთან ერთად, პაპი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შევა, სადაც ორ სიმბოლურ საჩუქარს მიიღებს. პირველი არის ოქროს „მეთევზის ბეჭედი“, რომელსაც სახელი წმინდა პეტრეს, მეთევზის პატივსაცემად ჰქვია, რომელიც პირველი პაპი იყო. ბეჭედი პაპობის დასაწყისსა და დასასრულს განასახიერებს და როდესაც პაპი კვდება, მას უფროსი კარდინალი ანადგურებს. 1842 წლამდე ბეჭედი პაპის მიერ ხელმოწერილ ოფიციალურ დოკუმენტებზე ბეჭდის დასასმელად გამოიყენებოდა. მეორე საჩუქარია ცხვრის მატყლის მანტია, რომელიც პაპის, როგორც მწყემსის როლს გამოხატავს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)