|
2025-05-16 14:19:05, 876 ნახვა
ეკონომიკა
„ქოლგა თბილისი ფოტო“ „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა
ფოტოკონკურსი, სახელწოდებით „ქოლგა“, წელს უკვე 24-ედ გაიმართა. 5-დღიანი ღონისძიება საერთაშორისო ფოტოკონკურსს, თანამედროვე ფოტოგრაფიის მოწვეული და ადგილობრივი ფოტოხელოვანების გამოფენებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს მოიცავდა. ფოტოკვირეულის მიზანი არა მხოლოდ გამარჯვებულების გამოვლენა, არამედ საერთაშორისო ფოტოგრაფიის საქართველოსთან დაკავშირება და ადგილობრივი ფოტოგრაფების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. მესამე წელია, „ქოლგა თბილისი ფოტო“ კვირეულის პარტნიორი „ვოლვო ქარ საქართველოა“.
ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ვოლვო ქარ საქართველო“ უკვე წლებია, მხარს უჭერს საქართველოში ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, „ქოლგა თბილისი ფოტო“ კი ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი თანამშრომლობა ფოტოხელოვანების გაძლიერებას ისახავს მიზნად, სწორედ ამიტომ „ვოლვო ქარ საქართველო“, გამარჯვებულ მონაწილეებთან ერთად, ყოველწლიურად ავლენს საკუთარ რჩეულს და სპეციალურ პრიზს გადასცემს მას. ჩვენ ვცდილობთ, არჩეული ფოტო იდეურად ახლოს იყოს ბრენდის ღირებულებებთან. წელს ჩვენი რჩეული სანდრო დარახველიძე გახდა. კონკურსის მხარდაჭერის პარალელურად, წელს გამოფენაზე წარმოდგენილი ვიყავით ძალიან საინტერესო ინტერაქციული ინსტალაციით, რომელიც ადამიანის სილუეტს იმეორებდა. მნიშვნელოვანია ის ტექსტიც, რომელიც ამ ინსტალაციას ქმნიდა და წარმოაჩენდა „ვოლვოს“ უმთავრეს ღირებულებას - ადამიანს, მის ინდივიდუალიზმსა და ხელოვნების კავშირს ინოვაციებთან. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი გვქონდა ჩვენი საკულტო P1800, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს. სტუმრებს ცნობილი ფოტოგრაფების იმ კადრების ნახვაც შეეძლოთ, რომლებიც „ვოლვოს“ სხვადასხვა ავტომობილს ასახავს“. ფოტოკონკურს „ქოლგა თბილისი ფოტოზე“ წელს 700-მა ადგილობრივმა და უცხოელმა ფოტოგრაფმა 900-ამდე ფოტოპროექტი წარადგინა. ჟიურიმ გამარჯვებულები 5 კატეგორიაში გამოავლინა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი, მობილური ერთი კადრი. ასევე დასახელდნენ სპეციალური პრიზების გამარჯვებულები. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ნაიჯელ დიკინსონი დიდი ბრიტანეთიდან, თინა შელჰორნი და ვოლფგანგ ცურბორნი გერმანიიდან, რიჩარდ ბრამი და ვინს ჩიანი აშშ-იდან. საპრიზო ფონდი 6000 დოლარს შეადგენდა. ბესო ხაინდრავა, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ დამფუძნებელი: „ნებისმიერი თანადგომა, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ფესტივალის წარმატებით გამართვისთვის. თუმცა წელს ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის, რადგან ფესტივალი მთლიანად კერძო კომპანიების დაფინანსებით ჩატარდა. მათი მონაწილეობა ხშირ შემთხვევაში ვიზუალური და შინაარსობრივი კუთხითაც ამდიდრებს ჩვენს ღონისძიებებს. წელს „ვოლვო ქარ საქართველოს“ მიერ „ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე წარმოდგენილმა ვიზუალურმა არტმა მნახველებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რა ემოციებს იწვევს ვოლვოს რეტრო მანქანის გამოჩენა სხვადასხვა თაობის ადამიანებში“.
„ქოლგა თბილისი ფოტო“ 2002 წლიდან ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუციაა, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, სემინარებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე. კვირეულის მიზანია თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა ფოტოგრაფების განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი და უცხოელი არტისტების დაახლოება, მათთვის გამოცდილების გასაზიარებლად პლატფორმის შეთავაზება. -- „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)