|
2025-05-16 12:16:25, 1122 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტი ნიკუშა კაცია პატიმრობაში დატოვა
ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი ნიკუშა კაცია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. დღევანდელ სხდომაზე დაკავებული ჟურნალისტისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. სახელმწიფო ბრალდება კაციას მიმართ კვლავ საპატიმრო ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა. როგორც საქმის პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე განმარტავდა, აღკვეთის შეცვლის ახალი გარემოება არ გამოკვეთილა. პროკურორი ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის საფრთხეებზე საუბრობდა. ადვოკატი ნინა ლომინაძე შუამდგომლობას არ დაეთანხმა. როგორც ის აღნიშნავდა, კაციას მხრიდან არც მიმალვისა და არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ არსებობს. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და ნიკუშა კაცია პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად, კაციას 14 გრამ კოკაინის ქონას ედავებიან. ის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და დაკავებას მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მის აქტიურ მონაწილეობას უკავშირებს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)