|
2025-05-15 13:52:05, 697 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები ქმნის განათლების შესაძლებლობას 120 000-ზე მეტი სტუდენტისთვის
საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, სასტიპენდიო პროგრამებს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით 120 000-ზე მეტ სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამებს შორისაა: საქართველოს ბანკის სტიპენდიები ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, საქართველოს ბანკი სტიპენდიების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. წელს საქართველოს ბანკის სტიპენდიის მისაღებად 4000-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა.
საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტში 22 პარტნიორი უნივერსიტეტია ჩართული. 165-ზე მეტი სტუდენტი კი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია. საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია საქართველოს ბანკის ინიციატივით შეიქმნა გამორჩეული ქართველი არქიტექტორის, გიორგი ჩახავას, სახელობის სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც ოთხი პარტნიორი უნივერსიტეტის (თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) არქიტექტურის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე. UniGrant – საქართველოს ბანკის და MAC Georgia-ს სტიპენდია საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად გასაზრდელად, MAC Georgia-სთან ერთად UniGrant-ის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად, მიიღოს სწავლის სემესტრული გადასახადის 100%-იანი დაფინანსება და გრანტი საცხოვრებელი ხარჯებისთვის. საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს stipendia.bog.ge
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)