|
2025-05-14 15:35:16, 999 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის ერთს ასევე საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე, ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის, მათ შორის განზრახ მკვლელობის და ნარკოტიკული დანაშაულებისთვის ძებნილებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. „გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო მასალას. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ-ერთ ბრალდებულს ასევე ბრალდება 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ხუთივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)