|
2025-05-13 19:43:37, 1170 ნახვა
სამართალი
გიორგი ჩიკვაიძე - სოსო რამიშვილი საზმაუს შენობაში თაღლითურ ქოლ-ცენტრებს მფარველობდა
ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში ამბობს, რომ ფინანსური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, სოსო რამიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში "ქმნიდა და მფარველობდა თაღლითურ ქოლ-ცენტრებს". ჩიკვაიძის თქმით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ევროპასა და აშშ-ში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწოდა და ქართული ოცნების საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობას არ აპირებს "ჩემი და ჩემი ბიზნეს პარტნიორის წინააღმდეგ შეკერილი საქმის მთავარი მიზეზი იყო ამ მთავრობის მხილება! 7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს 9-წლიანი, ხოლო მის პარტნიორს, ირაკლი პაპიაშვილს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა. ცნობისთვის, 11 მარტს, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო, პატიმრობით შეცვალა. ჩიკვაიძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. მისი ბიზნესპარტნიორისთვის, ირაკლი პაპიაშვილისთვის შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება მოსამართლე იზა კელენჯერიძემ მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)