00:34 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-11 17:39:38, 1855 ნახვა

მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი - ველით, რომ მოსკოვი ახლავე დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის შემდგომ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა უძღოდეს წინ.

„ველით, რომ მოსკოვი ახლავე დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. ეს სერიოზული მოლაპარაკებების შესაძლებლობას გააჩენს. ჯერ იარაღი უნდა გაჩუმდეს და შემდეგ შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ბერლინში უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ.

მისი თქმით, უკრაინა დიდი ხნის წინ დათანხმდა აშშ-ის წინადადებას 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

„დადებითი სიგნალია, რომ რუსულმა მხარემ მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ეს საკმარისი არ არის“, - განაცხადა მერცმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics