00:34 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-11 14:23:49, 1007 ნახვა

მსოფლიო
ზახაროვა - ვლადიმერ პუტინმა ნათლად თქვა: პირველ რიგში კონფლიქტის ძირეულ მიზეზებზე უნდა ვისაუბროთ, შემდეგ კი - ზავზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლებაში სწორად არ წაიკითხეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადება პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ.

ზახაროვას განმარტებით, პუტინის შეთავაზება ითვალისწინებს პირველ რიგში მოლაპარაკებებს კონფლიქტის ძირეულ მიზეზებზე, შემდეგ კი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საუბარს.

„ბანკოვას [ქუჩა კიევში, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისი მდებარეობს] რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, მათ კარგად არ წაიკითხეს რუსეთის პრეზიდენტის განცხადების ჩანაწერი. პუტინმა ნათლად თქვა: პირველ რიგში, საუბარი ძირეულ მიზეზებზე, შემდეგ კი შესაძლებელია საუბარი ზავზეც“, - აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა წუხელ უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე 15 მაისს, სტამბოლში უნდა დაიწყოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics