|
2025-05-10 15:44:58, 1165 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მის მხარდამჭერს კი აქვს უფლება, ეს გააპროტესტოს
პირადად მე ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება, რა და როგორ მოხდა 2021 -2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ - ახლა ის პოლიტიკური პატიმარია, მის მხარდამჭერს კი აქვს უფლება ეს გააპროტესტოს, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია „ფეისბუქზე“ წერს. ნიკა მელია 9 მაისს ჩატარებულ აქციას ეხმაურება და ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს. „მნიშვნელოვანია შევთანხმდეთ არა პოლიტიკურ გემოვნებაზე, არამედ თამაშის წესებზე. მძიმე იყო გუშინდელ დღეს იმის ნახვა, როგორ ართმევენ აქციის მონაწილეს მისი პოლიტიკური გემოვნების ამსახველ ბანერს, იმავე აქციის სხვა მონაწილეები. იგივე წარმატებით მათ რომ წაართვან მეგაფონი ერთი ნებისმიერი შეძახილისთვის, რომელიც შესაძლოა ვინმეს პოლიტიკურ გემოვნებას არ შეესაბამებოდეს, ხომ იქნება მავნებლობა? მითუმეტეს როდესაც წარმოადგენ ჯგუფს, რომელიც თითქოს სიახლის ამბიციით შემოდის პოლიტიკაში. პირადად მე ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება რა და როგორ მოხდა 2021 -2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ; ახლა ის პოლიტიკური პატიმარია, მის მხარდამჭერს კი აქვს უფლება ეს გააპროტესტოს. როდესაც ერთობაზე ვსაუბრობთ - უნდა გვესმოდეს, განსხვავებულთა ერთობაშია ჩვენი ძალა და ამ პროცესში და პროტესტში, რამეს თუ გაფრთხილება სჭირდება, სწორედ ესაა“,- წერს ნიკა მელია.
განათლების სამინისტრო - ინფორმაცია სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე
ეროვნული ბანკი სესხების გაცემის წესი გამკაცრებას „მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით“ ხსნის
სესხების გაცემის წესი მკაცრდება
El Mundo: რუსეთის სადაზვერვო სამსახურები შეერთებულ შტატებში ოპოზიციის წარმომადგენლების, კასპაროვისა და პონომარევის მკვლელობას გეგმავდნენ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)