05:02 - 13 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-08 20:05:57, 785 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ სავაჭრო შეთანხმება დადეს

აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაზე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან სატელეფონო საუბრისას გამოაცხადა. 

ეს პირველი სავაჭრო შეთანხმებაა, რომელიც აშშ-მ ქვეყანასთან ტრამპის მიერ 2 აპრილს გამოცხადებული "საპასუხო" და "საბაზისო" ტარიფების შემდეგ დადო. 

"მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ ჩვენ გაერთიანებულ სამეფოსთან, არაჩვეულებრივ ქვეყანასთან, უპრეცენდენტო სავაჭრო შეთანხმებას მივაღწიეთ. 

დღეს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეა. ჩვენ ომი ზუსტად 80 წლის წინ ერთად მოვიგეთ, ამიტომ ამ ისტორიული შეთანხმების მისაღწევად უკეთესი დილა ვერ იქნებოდა". - თქვა ტრამპმა პრესკონფერენციაზე. 

აშშ-ს პრეზიდენტმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრსა და მის გუნდს "გამორჩეული ძალისხმევისა და თანამშრომლობისთვის" მადლობა გადაუხადა. 

ტრამპის თქმით, სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში გაერთიანებული სამეფო ამერიკულ იმპორტზე არსებულ არასატარიფო ბარიერებს შეამცირებს. აშშ-ს ვაჭრობის მინისტრის, ჰოვარდ ლუტნიკის განმარტებით, ბრიტანეთზე დაწესებული 10%-იანი "საბაზისო" ტარიფი ძალაში დარჩება, თუმცა ბრიტანულ ავტომობილებზე დაწესებული ტარიფი 25%-დან 10%-მდე შემცირდება. 

პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმების დეტალები მომდევნო დღეებში დაზუსტდება. 

"შეთანხმების ფარგლებში აშშ 10%-იანი ტარიფებისგან შემოსული შემოსავლების სახით $6 მილიარდს მიიღებს, $5 მილიარდს ახალი საექსპორტო შესაძლებლობების სახით, ჩვენი არაჩვეულებრივი რანჩერების, ფერმერებისა და მწარმოებლებისთვის. ალუმინისა და ფოლადის სავაჭრო ზონის შექმნის გზით, გაძლიერდება როგორც აშშ-ს, ისე გაერთიანებული სამეფოს ეროვნული უსაფრთხოება და დაცული იქნება ფარმაცევტული მიწოდების ჯაჭვი. 

ეს შეთანხმება აჩვენებს, რომ თუ შენ ამერიკას პატივს სცემ და მაგიდაზე სერიოზულ შეთავაზებებს დებ, ამერიკა ღიაა ბიზნესისთვის. კიდევ მეტი გახდება ცნობილი – დაგველოდეთ!". - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე ბრიტანეთთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევის შესახებ. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული დარტყმის შედეგად თურქული კომპანიის გემის დაზიანებას უპასუხა
პარლამენტის წინ კობახიძის პუტინთან ფორუმში მონაწილეობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფრანკფურტის აეროპორტში ერთ-ერთ მგზავრს 11 000-ზე მეტი დაუმუშავებელი ბრილიანტი ჩამოართვეს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი