|
2016-03-16 12:36:26, 818 ნახვა
სამართალი
პირადი ცხოვრების შემცველი ფარული კადრების საქმეზე სხდომა დაიხურა
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების მოპოვება- გავრცელების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა დაიხურა. სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. ბრალდების მხარის განცხადებით, ვინაიდან საქმე პირადი ცხოვრების შემცველ ინფორმაციას შეეხება, სხდომა უნდა დახურულიყო. მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა სხდომის სრულად დახურვასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდებული ირაკლი ფხალაძე და მისი ადვოკატი მიიჩნევდნენ, რომ მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, სხდომა დაიხურებოდა თუ არა, ვინაიდან, მათივე თქმით, დასამალი არაფერი აქვთ. ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატის განცხადებით კი, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საქმის არსებითი განხილვა არ მიმდინარეობს და მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა ემსჯელათ, სხდომის დახურვის აუცილებლობა არ იყო. შეგახსენებთ, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სავარაუდოდ ბრალდების მხარე ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)