05:04 - 13 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-08 14:02:11, 779 ნახვა

ეკონომიკა
ლიბერთი განათლებისთვის | ლიბერთის და „მთიელი წიგნების" ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი გრძელდება

ლიბერთის და „მთიელი წიგნების"   ერთობლივი, მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი მთაში მცხოვრები ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის  თანამედროვე ლიტერატურის და ბოლო დროის თარგმანების ადგილზე ჩატანას და ამ გზით მოზარდებში კითხვის სიყვარულის გაღვივებას გულისხმობს.

2023 წლიდან ლიბერთი „მთიელი წიგნების" სტრატეგიული პარტნიორია.  პარტნიორობის ფარგლებში გურიის, აჭარის, სამცხე -ჯავახეთისა და იმერეთის  რეგიონში   მდებარე 200 მდე სოფელში მცხოვრებ 2647 ბავშს და 35 ბიბლიოთეკას  საჩუქრად გადაეცა 7000- მდე  წიგნი.

პროექტის მიზანია მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეს  მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქრის - წიგნის გარეშე. 

2025 წლის ბოლომდე ლიბერთის ხელშეწყობით, იმერეთის რეგიონში მცხოვრები ბავშვები  დასაჩუქრდებიან სასურველი წიგნებით და  წიგნების დარიგება რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. 

პირველ ეტაპზე ლიბერთისა და „მთიელი წიგნების" ძალისხმევით შესაძლებელი გახდა წიგნების მიწოდება შემდეგ სოფლებში: ცრუკვეთი, თვალუეთი, სკინდორი, მორძგვეთი, ქვედა ჭალოვანი, ზედა ჭალოვანი და სხვიტორი.  ლიბერთისა და „მთიელი წიგნების" გუნდს იმერეთში, საჩუქრად  3500  წიგნის მიწოდება აქვს დაგეგმილი.

,,ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის მთავარი მიმართულება  განათლების ხელშეწყობაა.  მთიელი წიგნების გუნდთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაგრძელებთ.   იმერეთში მოგზაურობის დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ წიგნი მართლაც ღირებული საჩუქარია და მას დიდი სიხარული მოაქვს ბავშვებისთვის. კითხვის პოპულარიზაციას ლიბერთი მთელი წლის განმავლობაში შეუწყობს ხელს" – თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელმძღვანელი.

,,მოხარული ვართ, რომ „მთიელი წიგნების" მიერ  წამოწყებული პროექტი ლიბერთის მხარდაჭერით გრძელდება. გურიის და  აჭარის მაღალმთიან რეგიონის შემდეგ იმერეთს ვესტუმრეთ. ლიბერთისთან დამეგობრებით ჩვენი პროექტის მასშტაბი საგრძნობლად  გაიზარდა და მომავალში  უფრო მეტ ბავშვს ვაჩუქებთ ზუსტად იმ კონკრეტულ წიგნს, რომელზეც ისინი ოცნებობენ.  ჩვენი მოგზაურობებიდან ნათლად ჩანს, რომ წიგნი ყველაზე ღირებული საჩუქარია და ცოდნას ყველაზე დიდი ძალა აქვს" – გიორგი კივილაძე, „მთიელი წიგნების" დამფუძნებელი.

,,მთიელი წიგნების" შესახებ :

"მთიელი წიგნები" მეგობრების ჯგუფია, რომელიც ერთი წლის წინ გაიცნო საზოგადოებამ. თავს "წითელი ყველგანმავალის" მგზავრებს უწოდებენ და ცდილობენ, მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეთ უსაჩუქროდ! მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი - წიგნი მიაქვთ.

ლიბერთი ბანკის შესახებ:

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული დარტყმის შედეგად თურქული კომპანიის გემის დაზიანებას უპასუხა
პარლამენტის წინ კობახიძის პუტინთან ფორუმში მონაწილეობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფრანკფურტის აეროპორტში ერთ-ერთ მგზავრს 11 000-ზე მეტი დაუმუშავებელი ბრილიანტი ჩამოართვეს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი