06:47 - 13 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-08 12:20:51, 984 ნახვა

საზოგადოება
მერია - გლდანის რაიონში ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონის გამგეობა სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე, ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი შეიცვლება, რის შემდეგაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. კერძოდ, საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება, 15 000 კვ. მეტრ ფართობზე კი საგზაო სამუშაოები ჩატარდება.

„გარდა ამისა, შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები. გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი, დაიხაზება ზებრა-გადასასვლელები და მოეწყობა საპარკინგე სივრცეები.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც. სრულად რეაბილიტირდება და განახლდება ამავე ქუჩაზე არსებული სკვერები.

დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ახმეტელის ქუჩაზე, 9 მაისის 10:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. კერძო ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს გზის ერთ განაპირა ზოლში ორმხრივად - ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან ქერჩის ქუჩის მიმართულებით, გზის მარცხენა მხარეს.

შეზღუდულ მონაკვეთში, ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან ქერჩის ქუჩის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს, პერიმეტრზე განთავსებული დროებითი საგზაო ნიშნების შესაბამისად.

საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შიდასაუბნო გზების საშუალებით, რომელიც ფორე მოსულიშვილისა და ქერჩის ქუჩებს, სანდრო ახმეტელის ქუჩის თავისუფალ მონაკვეთთან აკავშირებს.

გარდა ამისა, სამუშაოების წარმოების პერიოდში, ღამის საათებში, 00:30-დან 06:00 საათამდე, პერიოდულად შეიზღუდება საავტომობილო გადაადგილება სანდრო ახმეტელის ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთში. ასეთ დროს, ავტოტრანსპორტისთვის ხელმისაწვდომი იქნება ალტერნატიული შემოვლითი გზები - ქერჩისა და ფორე მოსულიშვილის ქუჩების გავლით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო!“ - ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული დარტყმის შედეგად თურქული კომპანიის გემის დაზიანებას უპასუხა
პარლამენტის წინ კობახიძის პუტინთან ფორუმში მონაწილეობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფრანკფურტის აეროპორტში ერთ-ერთ მგზავრს 11 000-ზე მეტი დაუმუშავებელი ბრილიანტი ჩამოართვეს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი