05:02 - 13 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-08 02:02:18, 979 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება მიღწეული იქნა შეერთებული შტატების წყალობით

მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეთა გამარჯვება მხოლოდ შეერთებული შტატების წყალობით გახდა შესაძლებელი. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მაისის გამარჯვების დღედ გამოცხადების შესახებ განკარგულების ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.

„მთელ მსოფლიოში, მეორე მსოფლიო ომის მოკავშირეები ამ კვირაში ზეიმობენ, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა არასდროს აღნიშნა ეს დღე, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება დიდწილად ჩვენი დამსახურებით იყო მიღწეული. მოგწონთ ეს თუ არა, ჩვენ ამ ომში შევედით და მოვიგეთ. ჩვენ ბევრი დიდი მოკავშირის დახმარება გვქონდა, მაგრამ ვფიქრობ, არავინ უარყოფს, რომ ჩვენ ვიყავით დომინანტი ძალა“, - თქვა ტრამპმა.

თეთრი სახლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ პროკლამაციაში ნათქვამია, რომ ამ დღეს ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს ყველა იმ ადამიანს, ვინც დაიღუპა „საკუთარი ქვეყნისთვის, თავისუფლებისთვის და დასავლური ცივილიზაციის გადარჩენისთვის“. „ამერიკელი ჯარისკაცების მსხვერპლის გარეშე, ეს ომი ვერ მოიგებდა და მსოფლიო დღეს ძალიან განსხვავებულად გამოიყურებოდა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

აშშ-ის პრეზიდენტმა პროკლამაციის ხელმოწერამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაცხადა 8 მაისის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ ოფიციალურად დაწესების და 11 ნოემბრის ვეტერანთა დღისთვის პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ გადარქმევის განზრახვის შესახებ. შემდეგ მან განმარტა, რომ ამერიკის ბევრი მოკავშირე უკვე აღნიშნავდა 8 მაისს, თუმცა მისი თქმით, სწორედ შეერთებულმა შტატებმა გააკეთა „ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ“ გამარჯვების უზრუნველსაყოფად. სოციალურ ქსელ „Truth Social“-ში ტრამპმა აღნიშნა: „ჩვენ ორივე ომი მოვიგეთ. ძალით, გამბედაობითა და სამხედრო უნარებით არავინ იყო ჩვენთან ახლოს“. იანვარში ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთმა შეერთებულ შტატებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში დაეხმარა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული დარტყმის შედეგად თურქული კომპანიის გემის დაზიანებას უპასუხა
პარლამენტის წინ კობახიძის პუტინთან ფორუმში მონაწილეობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფრანკფურტის აეროპორტში ერთ-ერთ მგზავრს 11 000-ზე მეტი დაუმუშავებელი ბრილიანტი ჩამოართვეს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი