05:02 - 13 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-07 12:52:36, 747 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - მინდა ივანიშვილს დავუსვა კითხვა: რა პასუხი გაქვთ „MEGOBARI აქტზე“?

მინდა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს დავუსვა კითხვა: რა პასუხი გაქვთ „MEGOBARI აქტზე“. რატომ ტოვებთ საქართველოს მარტო, დაუცველს ძლიერი ამერიკის და ძლიერი ევროკავშირის გარეშე?! - წადით, დაანებეთ ამ ქვეყანას თავი,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „MEGOBARI აქტის“ მხარდაჭერასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, დემოკრატიული არჩევნების პირობებში დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ უნდა გადაიბაროს ქვეყნის მართვა, რომელიც აღადგენს ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობებს.

„მინდა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს დავუსვა კითხვა: რა პასუხი გაქვთ „MEGOBARI აქტზე“. რატომ ტოვებთ საქართველოს მარტო, დაუცველს ძლიერი ამერიკის და ძლიერი ევროკავშირის გარეშე. როდემდე აპირებთ თქვენი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ჩიხში შეიყვანოთ ქვეყანა?! ფაქტია, "MEGOBARI აქტი" ადასტურებს, რომ საქართველოში არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ოკეანის მიღმაც აღარ იმალება. ეს არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკური კრიზისი, ეს არის საგარეო ასპარეზზე სრული კოლაფსი და საქართველოს საგარეო პოლიტიკის ჩამოშლა. საქართველო მარტო რჩება, დაუცველები ვრჩებით, ძალიან მძიმე ვითარებაში. კობახიძის უტიფარი ლირიკა სხვადასხვა საკითხზე, ჩემი აზრით, უადგილო იქნება. გაეცით კითხვას პასუხი, რას აპირებთ?!

გამოსავალი მარტივია და ცალსახა პირველი: ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს; მეორე: ყველა სინდისის პატიმარი უნდა გათავისუფლდეს; მესამე: დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ დასავლელ მეგობრებთან ურთიერთობის აღდგენა.

ნუ იმალებით! გამოდით და საზოგადოებას უთხარით რა პასუხს სცემთ “MEGOBARI აქტს“, სადამდე აპირებთ თქვენი პირადი ინტერესები უფრო წინ იყოს დაყენებული, ვიდრე ხალხის. ჩვენ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია, ძლიერ ამერიკასთან მეგობრობა, დაცულობა ევროკავშირთან ერთად, დემოკრატია, სადაც ადამიანის უფლებებს იცავენ. რის დაპირისპირებას აპირებთ?! უნდა გააგრძელოთ დაჭერები?! როდემდე?! ხომ იცით, ეგ გზა ძალიან მოკლეა და მალე დაგიმთავრდებათ. ივანიშვილს ვეუბნები: სანამ დროა, გამოდით და აიღეთ სრულად პასუხისმგებლობა იმ უბედურებაზე, რაც ქვეყანაში ხდება და წადით, დაანებეთ ამ ქვეყანას თავი, დანიშნეთ არჩევნები, დემოკრატიულ არჩევნებში დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ უნდა გადაიბაროს ქვეყნის მართვა, რომელიცა აღადგენს ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობებს“,-აღნიშნა ვაშაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული დარტყმის შედეგად თურქული კომპანიის გემის დაზიანებას უპასუხა
პარლამენტის წინ კობახიძის პუტინთან ფორუმში მონაწილეობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფრანკფურტის აეროპორტში ერთ-ერთ მგზავრს 11 000-ზე მეტი დაუმუშავებელი ბრილიანტი ჩამოართვეს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი