|
2025-05-07 11:30:04, 1212 ნახვა
სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეთგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. სხდომა დღეს, 12:00 საათზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ როგორც წინა სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 8 მაისს უნდა გაგრძელებულიყო. 28 აპრილს გამართულ პროცესზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია დაიკითხა. ამავე სხდომაზე უნდა დაეკითხათ, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, თუმცა პროცესი გადაიდო. ბესელიაც და დგებუაძეც პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმეები არიან. ორივე მათგანის გამოკითხვა 28 აპრილის პროცესზე უნდა მომხდარიყო, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბესელიას დაკითხვა დიდი ხნით გაგრძელდა, სამუშაო საათების ამოწურვისას დაცვის მხარემ პროცესის გადადება მოითხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)