15:00 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-06 11:41:00, 1075 ნახვა

სამართალი
პოლიციამ სადგურის მოედანზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 2002 წელს დაბადებული რ.უ. და 1973 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს.
დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 მაისს, თბილისში, ბრალდებულებსა და 1970 წელს დაბადებულ ე.ნ.-ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებების შედეგად ე.ნ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
ვილი სანიოლიმ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნიდან სომხეთში გააძევა ბელორუსელი ოპოზიციონერი რომელიც თავშესაფარს 5 წელი ელოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics