|
2025-05-05 14:29:07, 523 ნახვა
პოლიტიკა
პეტრე ცისკარიშვილი - „მეგობარი აქტის“ მიღებით აშშ გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი
აშშ „მეგობარი აქტის“ მიღებით ნათლად გამოხატავს მის მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანას აძლევს დიდ შესაძლებლობას როგორც სტრატეგიული პარტნიორობის, ისე მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობისა და უდიდეს პერსპექტივას ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს“, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. ცისკარიშვილის თქმით, „მეგობარი აქტი“ მკაფიოდ გამოხატავს აშშ-ის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. „მეგობარი აქტი“ ნათლად და მკაფიოდ გამოხატავს აშშ-ის დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, მათ შორის გეოპოლიტიკურ რეგიონულ ჭრილშიც. აქ საუბარია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, ინსტიტუციების კონსოლიდაციაზე და ამ შემთხვევაში საქართველოს აქვს მართლაც ძალიან დიდი შესაძლებლობები სტრატეგიული პარტნიორობის, კიდევ უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის აშშ-სთან და დასავლურ სამყაროსთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ თავის გზას თუ გააგრძელებს, მაშინ ამ ხელისუფლების საკვანძო წარმომადგენლებს, ისევე როგორც პარლამენტის წევრებს, მათი ოჯახის წევრებს და ასე შემდეგ, სანქციები ნამდვილად არ ასცდებათ და ეს იქნება ყოვლისმომცველი სანქციები. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მისაღებია – გვინდა დასავლეთთან სტრატეგიული ურთიერთობა, ეკონომიკური თანამშრომლობა, აშშ-ში უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა, თუ „ოცნების“ რეჟიმი, რომელიც მართავს ქვეყანას, როგორც თვითმარქვია ხელისუფლება“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა „მეგობარ აქტს“ დღეს განიხილავს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ 27 მარტს დაუჭირა მხარი. „მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. კერძოდ, მოიცავს შემდეგ დებულებებს: დაიწყოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვა, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის; აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის კონსტიტუციით განმტკიცებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ვალდებულების მიმართ; მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტისგან სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართულნი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევის მიზნით, ძირს უთხრიდნენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულნი იყვნენ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რაც ზიანს აყენებს საქართველოს სტაბილურობას; გააძლიერებს ხალხთა შორის კავშირებსა და თავდაცვით თანამშრომლობას, როდესაც საქართველო კვლავ იმოქმედებს საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნების მიხედვით; გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში; მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც იცავს ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან.
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)