|
2016-03-15 19:00:07, 1007 ნახვა
სამართალი
ვასილ ჯამალაშვილი გავრცელებული კადრების გამოძიებაზე: FBI-ს ჩართვის გარეშე ამ საქმის გახსნა შეუძლებელია
FBI-ს ჩართვის გარეშე საქმის გახსნა შეუძლებელია, - აცხადებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის შვილი ვასილ ჯამალაშვილი. როგორც მან „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, Youtube-ს სერვერები საქართველოში არ დგას, შესაბამისად ქართული სპეცსამსახურები FBI-ს გარეშე ამის გარკვევას ვერ მოახერხებენ. „ამას სჭირდება ის, რომ ქართული მხარე დაუკავშირდეს ამერიკულ მხარეს. ბიუროკრატიული საკითხებია, რომელიც ამერიკული მხარის გარეშე ვერ მოხდება. ეს მხოლოდ FBI-ს შეუძლია. რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყოს ვიდეოები ატვირთული, ყველა შემთხვევაში, FBI-ს ჩართვაა საჭირო, რადგან Youtube არის ამერიკაში, GOOGLE-ს მფლობელობაში. რაც შეეხება სერვერებს, მე როგორც ვიცი, ბევრ ქვეყანაში უდგას, თუმცა არა - საქართველოში. მე არ მაქვს ინფორმაცია, საქართველოდან არის ატვირთული თუ არა ეს ვიდეოები. ქართულ მხარეს ინფორმაციის მოპოვების არანაირი ბერკეტი არ აქვს“, - განაცხადა ვასილ ჯამალაშვილმა. შეგახსენებთ, დღეს დილით მთავარმა პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა. დაკავებულები კუდ-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხაკაძე არიან. როგორც უწყებაში განმარტეს აღნიშნული პირები, ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიან დაკავებულები და არა ინტერნეტში მასალის ატვირთვისთვის ცნობისთვის, ვასილ ჯამალაშვილი 2012 წელს კიბერდანაშაულთან დაკავშირებით იყო დაკავებული, მაშინ ის 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)