|
2025-04-30 09:22:10, 879 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანი - ინდოეთი სამხედრო იერიშს 24-36 საათში დაიწყებს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა, ათაულა თარარმა Facebook-ზე ვიდეო მიმართვისას განაცხადა, რომ პაკისტანის დაზვერვის ინფორმაციით, ინდოეთი მათ წინააღმდეგ სამხედრო იერიშის წამოწყებას მომდევნო 24-36 საათში აპირებს. "პაკისტანს აქვს სანდო სადაზვერვო ცნობები, რომ ინდოეთი პაკისტანის წინააღმდეგ სამხედრო იერიშის წამოწყებას მომდევნო 24-36 საათში აპირებს, ფაჰალგამის ინციდენტთან დაკავშირებულ უსაფუძვლო და გამოგონილ ბრალდებებზე დაყრდნობით". - თქვა თარარმა. მისი თქმით, პაკისტანი "მტკიცედ უარყოფს ინდოეთის მხრიდან რეგიონში მოსამართლის, ნაფიც მსაჯულისა და ჯალათის როლების მისაკუთრებას". პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა ასევე დაგმო ტერორიზმი მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში და ინდოეთს ფაჰალგამში მომხდარი ტერაქტის მიუკერძოებელი გამოძიება შესთავაზა. თარარმა ასევე აღნიშნა, რომ პაკისტანი ინდოეთის სამხედრო მოქმედებებს გადამწყვეტ პასუხს გასცემს და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა, რომ რეგიონში დამდგარ შედეგებზე "პასუხისმგებელი მხოლოდ ინდოეთი იქნება". 22 აპრილს ინდოეთის ჩრდილოეთში, ჯამუსა და ქაშმირის რეგიონში, ტერორისტების ჯგუფმა ტურისტებს ცეცხლი გაუხსნა, რასაც 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო სროლის შედეგად დაშავდა, სულ მცირე, 10 ადამიანი. რამდენიმე იარაღით შეიარაღებულმა პირმა ტურისტების ჯგუფს ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. ტერორისტული თავდასხმის შემდეგ რეგიონში ინდოეთსა და პაკისტანს შორის ვითარება მკვეთრად დაიძაბა, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში საკონტროლო ხაზის მიმდებარედ მხარეებს შორის შეტაკებებიც მოჰყვა. ინდური მხარის მტკიცებით, ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილე ორი პირი პაკისტანელია, თუმცა ოფიციალური ისლამაბადი თავდასხმაში რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს. თავდაპირველად მხარეებს შორის მომხდარი შეტაკებების შესახებ ცნობები 23 და 24 აპრილსვე გავრცელდა. მას შემდეგ, ინდოეთის არმიამ დაადასტურა, რომ მათ "პროვოკაციის გარეშე" დაწყებულ სროლას უპასუხეს, რომელიც 25 აპრილის ღამეს პაკისტანის რამდენიმე სამხედრო პოსტიდან დაიწყო. შეტაკებები გრძელდებოდა მომდევნო დღესაც. ინდოეთის შეიარაღებულმა ძალების თქმით, ქაშმირის პროვინციის საზღვარზე პაკისტანის ტერიტორიიდან დაწყებულ მცირე სროლას საპასუხო ცეცხლი 28 აპრილსაც გაუხსნეს. ამ დრომდე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. პარალელურად, პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი ქაშმირის პროვინციაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის ნეიტრალურ გამოძიება ითხოვს.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)