14:13 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-29 21:04:54, 1379 ნახვა

საზოგადოება
აქციებზე მყოფი პოლიციელების კვებაზე, გამარტივებული შესყიდვით, 100 000 ლარის დახარჯვა იგეგმება

თბილისში საპროტესტო აქციებზე მყოფი პოლიციელების კვებაზე, გამარტივებული შესყიდვით, 100 000 ლარის დახარჯვა იგეგმება | შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პოლიციის დეპარტამენტი განმარტავს, რატომ გახდა საჭირო გამარტივებული შესყიდვა:

"ვინაიდან თანამშრომლებს დიდი ხნის განმავლობაში უწევთ სამოქმედო ტერიტორიაზე დგომა, კვებითი მომსახურების გარეშე შსს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ვერ შეძლებდნენ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას რაც დაუშვებელია.ღონისძიებაში მონაწილე თანამშრომელთა კვებითი უზრუნველყოფის შეფერხება დაუშვებელია, შეფერხდება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ღონისძიების სრულყოფილი განხორციელება, რაც ცუდად იმოქმედებს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებზე" - წერია პოლიციის დეპარტამენტის განმარტებაში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
ვილი სანიოლიმ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნიდან სომხეთში გააძევა ბელორუსელი ოპოზიციონერი რომელიც თავშესაფარს 5 წელი ელოდა
21 წლის ბიჭს სამტრედიასთან მატარებელი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics