|
2025-04-29 20:45:28, 1654 ნახვა
ომი უკრაინაში
ოლგა სტეფანიშინა - ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მსვლელობის განბლოკვისთვის უკრაინა და უნგრეთი კონსულტაციებზე შეთანხმდნენ
ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მსვლელობის განბლოკვისთვის უკრაინა და უნგრეთი კონსულტაციებზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა. მისი თქმით, 12 მაისიდან “რეგულარულად იმუშავებენ გუნდები, რომლებიც დღეს ბუდაპეშტში იმყოფებოდნენ, უკრაინული და უნგრული მხრიდან”. სტეფანიშინას თქმით, სამომლაპარაკებლო ჯგუფები იმუშავებენ “იქამდე, სანამ არ განვსაზღვრავთ ამოცანების სრულ სიას თერთმეტი რეკომენდაციის ფარგლებში, რომლებიც უნგრული მხარის შეშფოთების საგანია”. “ველით, რომ ამ კვირის განმავლობაში ვიმუშავებთ უნგრული მხარის საპასუხო წინადადებებზე და გათვლა გვაქვს, რომ 12 მაისიდან უკვე გვექნება შუალედური შედეგები” , - განაცხადა სტეფანიშინამ. მან ასევე აღნიშნა, რომ სამშაბათს, 29 აპრილს, უნგრეთში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს უკრაინულ დელეგაციას ბუდაპეშტისგან არანაირი რადიკალური ან ნეგატიური განცხადებები არ მოუსმენია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)