|
2025-04-29 19:45:35, 793 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - მჯერა, რომ უკრაინას გადარჩენაში ვეხმარები
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
მჯერა, რომ უკრაინას გადარჩენაში ვეხმარები, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The Atlantic- თან ინტერვიუში განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინას დიდ სამსახურს უწევს. „მე ვფიქრობ, რომ ამ ერს გადარჩენაში ვეხმარები. ვფიქრობ, ეს ქვეყანა მალე განადგურდება. ეს დიდი სამხედრო მანქანაა. მოდით, ვაღიაროთ ეს. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, ძალიან პატივსაცემი ადამიანი, ამბობს, რომ პრეზიდენტი ტრამპი რომ არ ჩარეულიყო, ეს ომი არასდროს დასრულდებოდა. ვფიქრობ, რომ უკრაინას დიდ სამსახურს ვუწევ. მე ამის მჯერა“, – განაცხადა ტრამპმა. ჟურნალისტის კითხვაზე, „იყო თუ არა რაიმე, რასაც პუტინი გააკეთებდა და რაც გამოიწვევდა იმას, რომ განაცხადებდა – „ზელენსკის მხარეს“ იყო“, ტრამპმა უპასუხა: „არა აუცილებლად ზელენსკის მხარეს, მაგრამ უკრაინის მხარეს, დიახ. არა აუცილებლად ზელენსკის მხარეს. მე ზელენსკისთან რთული ურთიერთობა მქონდა“. დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ზელენსკისთან შეხვედრა გაიხსენა. „მას მხოლოდ ჩუმად ყოფნა სჭირდებოდა, იცით? მან თავისი აზრით გაიმარჯვა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა „კარგი“, როცა მე განცხადება გავაკეთე და ვთქვი: „ჩვენ ვმუშაობთ ამის გადასაჭრელად. ჩვენ ვცდილობთ დახმარებას“, მან თქვა: „არა, არა, ჩვენ უსაფრთხოებაც გვჭირდება“, – აღნიშნა ტრამპმა. ტრამპის თქმით, ზელენსკის შეეძლო თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვა, მაგრამ მათ ჯერ „ომის საკითხის მოგვარება“ სჭირდებოდათ. „ჩვენ უნდა ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო დღეებში, პრაქტიკულად, ერთი კვირის განმავლობაში. ჩვენ საბოლოო ეტაპზე ვართ“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)