|
2025-04-28 10:40:55, 644 ნახვა
ეკონომიკა
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP -ს ექსკლუზიური პარტნიორის იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა
კურასეპტი PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორი და ევროპაში პირის ღრუს მოვლის „ოქროს სტანდარტად“ აღიარებული იტალიური ბრენდია. ყოველწლიურად PSP-სა და კურასეპტის პარტნიორობით სპეციალისტებისთვის - სტომატოლოგების, პაროდონტოლოგებისა და იმპლანტოლოგებისთვის სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო და შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები ტარდება. კურასეპტი სპეციალიზირებულია როგორც პირის ღრუს ყოველდღიურ მოვლაზე ასევე სამკურნალო მიმართულების განვითარებაზე, პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვის ქიმიური და მექანიკური საშუალებების მრავალფეროვანი ასორტიმენტის ხაზებით, მათ შორის ჩვილის ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული ღრძილების მასაჟორებისა და გელებიდან დაწყებული, ბავშვის და მოზარდების ჯუნიორ სავლებით, ყოველდღიური და სპეცილაური მოვლის საშუალებებით ზრდასრულებისთვის და იმპლანტის შემდგომი სავლებით. წამყვანი იტალიური კომპანიის წარმომადგენლებმა, პარტნიორ ქართულ კომპანია PSP Pharma-ს და საქართველოს იმპლანტოლოგიისა და პარადონტოლოგიის საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებები გამართეს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტომატოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებთან. სტუდენტური კონკურსის ფარგლებში IV-V კურსის სტუდენტებისთვის პაროდონტოლოგიის ძირითადად საფუძვლებზე რამდენიმე საგანმანათლებლო ლექცია ჩატარდა, ტესტისა და კლინიკური ქეისის განხილვის საფუძველზე შეირჩა გამარჯვებული. გამარჯვებულ სტუდენტს, ნია თევდორაშვილს კურასპეტის მიერ გადაეცა პრიზი, ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ ღონისძიებაზე - „ევროპერიო 2025“-ზე დასწრება, ავსტრიაში, ვენაში. ქ. თბილისის სტომატოლოგებისთვის ჩატარებულ კონფერენციაზე კურასეპტის ამბასადორმა ექიმმა, პაროდონტოლოგ-იმპლანტოლოგმა მატეო ბასომ წარადგინა თემა: “პაროდონტისა და იმპლანტის გარშემო ქსოვილების შეხორცების ახალი ინსტრუმენტები მინიმალური ინვაზიური მკურნალობისთვის” გაუზიარა კლინიკური კვლევები და ქეისები ქლორჰექსიდინის მოქმედების მექანიზმების შესახებ. კურასეპტის საერთაშორისო ოპერაციების დირექტორმა ანდრე ლემამ და რეგიონალურმა მენეჯერმა პატრიცია პულსონემ საინტერესო მიმოხილვით გააცნეს კომპანია კურასეპტი დამსწრე საზოგადოებას. კონფერენცია იტალიელი სტუმრებისა და ქართველი სტომატოლოგების გამოცდილების და შთაბეჭდილებების გაზიარებით დასრულდა. Curasept & PSP მხარდაჭერით წელს სპეციალისტებისთვის 2 განსხვავებული ღონისძიება ჩატარდა; საქართველოში ვიზიტის დასასრულს, იტალიის ელჩი საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონო იტალიური კომპანია Curasept-ის წარმომადგენლებს, საერთაშორისო პროექტების დირექტორ ანდრეა ლემასა და რეგიონულ მენეჯერ პატრიცია პულსონეს შეხვდა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)