|
2016-03-15 16:36:38, 791 ნახვა
სამართალი
მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი დაინიშნა
საქართველოს მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ბრიფინგი 18:00 საათზეა ჩანიშნული. საგამოძიებო უწყებაში სავარაუდოდ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ გაკეთდება განცხადება. შეგახსენებთ, დღეს დილით მთავარმა პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა. დაკავებულები კუდ-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხაკაძე არიან. როგორც უწყებაში განმარტეს აღნიშნული პირები, ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიან დაკავებულები და არა ინტერნეტში მასალის ატვირთვისთვის ცნობისთვის, ერთ-ერთი დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერის, ვასილ ჯამალაშვილის მამაა, რომელიც ნოემბერში კიბერდანაშაულისთვის დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)