|
2016-03-15 16:05:05, 727 ნახვა
სამართალი
გაკოტრების საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ლევან გაჩეჩილაძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან გაჩეჩილაძის მოთხოვნა „მაესტროს“ გაკოტრების საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. აღსანიშნავია, რომ საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო. ბაჩო კიკაბიძეს „მაესტროს“ ლოგოს ვეღარ გამოყენების უფლება არ მისცეს. "ვიბრძვი იმისთვის, რომ დარჩეს შ.პ.ს „სტუდია მაესტრო“, იმ ფორმით, როგორც ეს ისტორიულად 25 წელზე მეტია მოდიოდა, დარჩეს ძალიან მდგრად ფინანსურადაც, ჟურნალისტურ მდგრადობასაც ვგულისხმობ და კანონიერ ტელევიზიად. სანამ იქნება ასეთი მდგომარეობა, რომ გენერალურ დირექტორს ნებაყოფლობით არ მიშვებენ იმ პროდუქტთან, რომ მან შეისწავლოს რა დროში და როგორ მოხდეს კრედიტორების გადახდა, მე ამ დოკუმენტს ვერ დავდებ. სწორედ იმიტომაც, გაკოტრების საქმის შეწყვეტა მოვითხოვე“, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ. მაკა ასათიანის ადვოკატის გიორგი გვენეტაძის თქმით, ის არ ელოდება სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებას. “ისე განვითარდა ბოლო რამდენიმე საათში მოვლენები „მაესტროს“ ირგვლივ, რომ რაიმის პროგნოზირება მიჭირს, პოზიტიურის მითუმეტეს. არ ველოდები პოზიტიურ სამართლიან და გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა გვენეტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)