|
2016-03-15 15:34:37, 766 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილეებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან უკონტაქტო პატრულირებაზე კონსულტაციები გამართეს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - შალვა ხუციშვილი და არჩილ თალაკვაძე, საქართველოში უკონტაქტო პატრულირების შემოღებასთან დაკავშირებით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“, „რეფორმებისა და განვითარების ასოციაციის“, სახალხო დამცველის აპარატის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შსს-ს ინფორმაციით, შალვა ხუციშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიისა და ამერიკის შეერთებული შტატების საპოლიციო პრაქტიკა გააცნო, სადაც პატრულირების აღნიშნული ფორმა დიდი ხანია წარმატებით ფუნქციონირებს. მინისტრის მოადგილეებმა, უცხოური პრაქტიკის ანალიზზე დაყრდნობით, კიდევ ერთხელ განმარტეს ახალი ინიციატივის მიზანი და ის დადებითი შედეგები, რაც საქართველოში უკონტაქტო პატრულირების დანერგვას მოჰყვება. შეხვედრის ბოლოს მხარეებს შორის აღნიშნულ თემაზე დისკუსია გაიმართა. შს სამინისტროს წარმომადგენლები არასამთავრობო სექტორს კანონპროექტში მათი რეკომენდაციების გათვალისწინებას დაჰპირდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)