|
2016-03-15 14:05:59, 736 ნახვა
სამართალი
ბეჟაშვილი: ჯამალაშვილი 2012 წლამდე საერთოდ არ მუშაობდა ძალოვან სტრუქტურაში
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, პრკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო მასალის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს ეხება. როგორც დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, დაკავებული ჯამალაშვილი, რომელზეც პროკურატურა ამბობს, რომ კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი იყო, 2012 წლამდე საერთოდ არ მუშაობდა ძალოვან სტრუქტურაში. „ჩვენ ვითხოვთ, რომ გამოძიება უსწრაფესად ჩატარდეს და დამნაშავეები დაისაჯონ, მაგრამ დღევანდელი დაკავების ფაქტი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. დაკავებული პირი საერთოდ არ მუშაობდა ძალოვან სტრუქტურაში, შვილი ბრალდებული იყო და პროკურატურასთან გარიგებითაა გამოშვებული, აქაც პროკურატურას აქვს ბერკეტები რომ გარკვეული ზეწოლა მოახდინონ. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ სხვა წინარე შემთხვევებში, როცა მეტი მტკიცებულებები იყო, ხელისუფლებამ არცერთი ღონისძიება ბოლომე არ მიიყვანა და პირები არ დასაჯა. შანტაჟი, თვათვალი ამ მთავრობის მეთოდად იქცა, ამიტომ ამ საქმესთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არ გვაქვს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა. გამოძიებასთან დაკავშირებულ კითხვებზე ამახვილებს ყურადღებას პარტიის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია და აცხადებს, რომ ამ საქმის შემოქმედი ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)