2025-04-21 13:51:31, 899 ნახვა
ომი უკრაინაში
კიტ კელოგი - ნატო-ში უკრაინის წევრობა არ განიხილება
![]() ნატო-ში უკრაინის წევრობა არ განიხილება, – ამის შესახებ რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა 90 დღის განმავლობაში იმაზე მეტი გააკეთა ომის დასასრულებლად, ვიდრე მანამდე, 900 დღის განმავლობაში გაკეთდა. კიტ კელოგმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპს პროცესი გადაწყვეტისკენ მიჰყავს. „ვფიქრობ, ჩვენ კარგ გზაზე ვართ, რადგან დავიღალეთ იმით, რაც ხდება. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სხვა საკითხი მსოფლიოში, რომელშიც შეერთებული შტატები უნდა იყოს ჩართული. და ეს ომი ძალიან დიდხანს გრძელდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებობს შესაძლებლობა. ჩვენ წარმოვადგინეთ ის, რასაც მე ვუწოდებ პირობების სიას. ეს ასე გამოიყურება უკრაინელებისთვის მომავალში. ისინი დაბრუნდნენ კიევში, შემდეგ კვირას დაბრუნდებიან ლონდონში და ჩვენ ვიტყვით, როგორ გამოიყურება ეს? მერე რუსებს მივმართავთ და ვეტყვით, როგორ გამოიყურება თქვენი პირობების სია. შემდეგ ერთად შევკრებთ. ერთ მაგალითს მოვიყვან. მაგალითი, რომელიც ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვქონდა, ნატო არ განიხილება. თქვენ არ გახდებით მისი ნაწილი. ეს არის რაღაც, რაც ახალი არ არის. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ 2008 წლიდან, როდესაც ელჩმა ბერნსმა უთხრა კონდოლიზა რაისს, რომ ეს გადაჭარბებული იყო“, – განაცხადა კიტ კელოგმა.
აშშ-ის საელჩო - გაუქმებულია სიფრთხილის ზომები თბილისში მდებარე 3 სავაჭრო ცენტრთან დაკავშირებით
შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ აშშ-ის საელჩომ განცხადება უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის გარეშე გააკეთა
მოსკოვში 9 მაისის აღლუმს რამდენიმე ევროპარლამენტარიც დაესწრება
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა და ნინო ზაუტაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლოში უჩივლეს
|
რედაქტორის რჩევით
![]() აშშ უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ ახალი გეგმის შემუშავებას გეგმავს
ოცნების რეჟიმის მსახურები ამერიკული MEGOBARI-ს აქტის მოლოდინში
ომი უკრაინაში![]() მედია - რუსეთმა 9 მაისამდე გამოცხადებული სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა დაარღვია და უკრაინის ქალაქებს დაარტყა
![]() რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს, დაშავებულია 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|