|
2025-04-21 12:19:23, 895 ნახვა
საზოგადოება
მოქალაქე აღწერს, რა ვითარებაში დააკავეს მისი ქმარი აღდგომის ღამეს
მოქალაქე ნათია ბუკია აღწერს რა ვითარებაში დააკავეს პოლიციელებმა რუსთაველზე მისი ქმარი გიორგი ორთოიძე წუხელ, აღდგომის ღამეს. ის ამის შესახებ ფეისბუკზე წერს. “ჩვენ წელს აღდგომას სამი ბავშვით და მეგობრებთან ერთად შევხვდით რუსთაველზე სანთლებით ხელში. რომ გათენდა წავედით ტრადიციულად დედაჩემთან და მამაჩემთან, ორთიკას (გიორგი ორთოიძე) მშობლებიც მოვიდნენ და ვისადილეთ ოჯახურად ყველამ ერთად. მერე ასევე ტრადიციულად შევიკრიბეთ ორთიკას მეგობართან, სადაც ბიჭები უკვე მერამდენე წელია ერთად ამზადებენ ჩაქაფულს. 22:00 საათისკენ დავიძარით რუსთაველისკენ, ცოტა დაგვაგვიანდა მაგრამ აღდგომაზე გვეპატიება. საერთოდ ასეთია ჩვენი ცხოვრება უკვე თითქმის 5 თვეა, საღამოს არაფერს ვგეგმავთ რუსთაველზე მისვლის გაუთვალისწინებლად, თუ სადმე მივდივართ ან მანამდე და ან მერე, რადგან ჩვენთვის სამართალი, თავისუფლება, საქართველოს კონსტიტუცია, სიმართლე, ჩვენი ღირსება ყველაფერზე მაღლა დგას და მის დაცვასთან ვერაფერი მოვა საპირწონედ! კი, რუსთაველზე ვიცავთ 5 თვეა ჩვენს ღირსებას! 23 საათზე ქმარი ხელიდან წამართვეს იმიტომ, რომ თურმე ტროტუარზე დგომა აღარ არის საკმარისი! ტროტუარიდანაც უნდა გადავწეულიყავით! რომ მიჰყავთ, ვიდეოში ისმის, რა საჭიროა ეს, ისედაც წამოგყვებითო! მე დავრჩი ერთ ადგილას, არც გავყევი, არ გავნძრეულვარ და ჯიუტად ვიცავდი ჩემს კანონიერ უფლებას, რომ ვმდგარიყავი ტროტუარზე! ბოლოს მითხრეს, კარგი, იდექიო… მერე ტროტუარზე იდგნენ უამრავი შავებში ჩაცმული, არ ვიცი რას რისგან იცავდნენ, ჩვენ უფრო ცოტანი ვიყავით და გულიანად იცინოდნენ, გავშრი… დღეს გიორგი ორთოიძისგან და მისნაირებისგან იცავს უამრავი ვითომ ‘სამართალდამცველი’ ვითომ ‘სახელმწიფოს’! იცავს ერთ გამზირს ორ საათიანი გადაკეტვისგან და ამისთვის გვიჭერს! და ეს არის ვიღაცებისთვის სამართალი და ძლიერი სახელმწიფოს გამოვლინება. გულწრფელად ვწუხვარ, რომ ვერც კი წარმოგიდგენიათ ადამიანები ასეთი თავდადებით ვემსახურებოდეთ იმას, რისიც გვჯერა! ამიტომ გეგონოთ, რომ ჩვენ რამე პირადი ინტერესი გვამოძრავებს! გულწრფელად ვწუხვარ, რომ არსებობს თქვენთვის რამე მიზეზი, რის გამოც ჩვენ და რეჟიმის 51 პატიმარს გვწირავთ! ჩვენ ვერ შეგვაშინებთ! ჩვენ ვერ გაგვტეხთ! ეს იცოდეთ! დღესაც და ყოველ დღე რუსთაველზე, სადამდეც საჭიროა”, – წერს ნათია ბუკია. წუხელ აღდგომის ღამეს რუსთაველის გამზირზე 2 მომიტინგე დააკავეს ადმინისტრაციული წესით, კერძოდ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით. დაკავებულები არიან გიორგი ორთოიძე და მიხეილ სამხარაძე.
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)