|
2025-04-19 09:46:15, 793 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთმა ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტირება შეწყვიტა
გამოცემა Financial Times საზღვაო გადაზიდვების მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთისა და აშშ-ს სავაჭრო ომის ფონზე ჩინეთში ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი 10 კვირაზე დიდი ხნის განმავლობაში სრულად შეწყვეტილია. გამოცემის ცნობით, 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩინეთში აშშ-დან იმპორტირებული LNG მთლიანად იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირის შედარებით დაბალ წილს წარმოადგენდა - გასულ წელს ჩინეთის LNG-დან მხოლოდ 6% იყო იმპორტირებული აშშ-დან, 2021 წელს იმპორტირებულ 11%-თან შედარებით. მიუხედავად ამისა, გამოცემა სავაჭრო მონაცემების პლატფორმაზე, Kpler-ზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინურ კომპანიებს, მათ შორის PetroChina-სა და Sinopec-ს, ამერიკული ტერმინალებიდან თხევადი ბუნებრივი აირის ყიდვის 13 გრძელვადიანი კონტრაქტი აქვთ დადებული. FT აღნიშნავს, რომ LNG-ის იმპორტის ახლანდელი შეზღუდვა ტრამპის პირველი ვადის დროინდელ შეზღუდვას იმეორებს, რომელიც წელიწადზე დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ამჯერად სავაჭრო კონფლიქტს გრძელვადიანი შედეგები შეიძლება მოჰყვეს, კერძოდ, შესაძლოა რუსეთთან ჩინეთის ენერგეტიკული ურთიერთობა გამყარდეს, აშშ-სა და მექსიკაში LNG-ის ტერმინალების მიმდინარე ექსპანსია კი ეჭვქვეშ დაყენდეს. აქამდე, რუსეთში ჩინეთის ელჩმა, ჭანგ ჰანჰუიმ თქვა, რომ ჩინეთი ამერიკული LNG-ის იმპორტის შეწყვეტის ფონზე სავარაუდოდ რუსული LNG-ის იმპორტს გაზრდის. "დარწმუნებით ვიცი, რომ მრავალი მყიდველია. ძალიან ბევრი მყიდველი სთხოვს საელჩოს, რომ რუს მიმწოდებლებთან კონტაქტის დამყარებაში დაეხმაროს, ვფიქრობ, აუცილებლად იქნება მეტი [იმპორტი]". - თქვა ჭანგ ჰანჰუიმ. გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთი ჩინეთისთვის თხევადი ბუნებრივი აირის რიგით მესამე მიმწოდებელია, ავსტრალიისა და კატარის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ტარიფების ფონზე ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ომი მიმდინარეობს. ცნობისთვის, აქამდე გამოცემა Reuters ავრცელებდა ინფორმაციას, რომ აპრილის თვეში ჩინეთის მიერ რუსეთის არქტიკული ნავთობის იმპორტის მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი მაშ შემდეგ, რაც გამყიდველებმა, აშშ-ს მიერ შემოღებულ ემბარგოსთან გასამკლავებლად, მნიშვნელოვანი ფასდაკლება და სანქციებისგან თავისუფალი ტანკერების მეშვეობით ნავთობის მიწოდება შესთავაზეს ჩინეთს.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)