01:13 - 07 May, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-16 18:25:56, 617 ნახვა

პოლიტიკა
ნინო ლომჯარია - 20 ივნისს წულუკიანისგან, კობახიძისგან განსხვავებით, მე ვიდექი ხალხთან

20 ივნისს წულუკიანისგან, კობახიძისგან განსხვავებით, მე ვიდექი ხალხთან და მათი ჩამოყვანილი კომუნისტი რუსი გავრილოვის გამო ხალხის დასახიჩრებისგან გადარჩენას ვცდილობდი , - ამის შესახებ "საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს.

ლომჯარია 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ის რუსთაველის გამზირზე იყო, როდესაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყეს.

მისივე თქმით, ხოლო მას შემდეგ, რაც ეჭვი გაჩნდა, რომ სპეცდანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებს იყენებდა, გადაწყვიტა პარლამენტის შენობაში შესულიყო და პასუხისმგებელი პირებისთვის მიეწოდებინა რუსთაველის გამზირზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია.

„რუსული პროპაგანდის ქართულ ბიუროებს 6 წლის მერე „აღმოუჩენიათ“, რომ სახალხო დამცველს ანგარიში აქვს დაწერილი 20 ივნისზე, სადაც პასუხია ყველა იმ კითხვაზე, რაც ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს. რადგან ასე ძალიან ჩამორჩით მოვლენებს და აქამდე თურმე ჭურში ისხედით, არ დაგზარდებით და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ:

20 ივნისის ღამეს, როდესაც საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამში რუსი დეპუტატი იჯდა, კობახიძე ბაქოში იყო გაქცეული, წულუკიანი სტამბულის აეროპორტიდან გვაკვირდებოდა და ზოგიც ჩირგვებში იჯდა და საქართველოს ღირსებას მხოლოდ ქართველი ხალხი იცავდა, რასაკვირველია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივედი: იქ ვიყავი, როდესაც დარბევა დაიწყო; მოვუსმინე პრემიერის განცხადებას, რომ ტყვიებს არ იყენებდნენ; იქ ვიდექი, როდესაც მოქალაქეებს სასწრაფოებთან გამოჰყავდათ დასისხლიანებული ქალები და კაცები;

ვნახე ჭრილობები, რომლებმაც გააჩინა ეჭვი, რომ მსგავსი დაზიანებები არ შეიძლება ყოფილიყო მიყენებული მხოლოდ გაზის კაფსულის გასროლით; გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ იყენებდნენ რეზინის ტყვიებს; ამაზე ხელისუფლების მხრიდან იყო სრული დუმილი, არავინ გამოდიოდა ხალხთან კომუნიკაციაზე; იზრდებოდა სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციის საფრთხე, აქციის მონაწილეების მიმართ მძიმე და გამოუსწორებელი ზიანის მიყენების მასშტაბი.

საჭირო იყო სწრაფად მოქმედება, მივიღე გადაწყვეტილება პარლამენტში პასუხისმგებელი პირებისთვის მიმეწოდებინა ადგილზე არსებული მძიმე და უკონტროლო სიტუაციის შესახებ ინფორმაცია და მომეთხოვა ძალის არაპროპორციული გამოყენების შეწყვეტა. პარლამენტის შენობაში დამხვდა პრემიერი ბახტაძე, შსს მინისტრი, „ოცნების“ დეპუტატები; ვესაუბრე ყველას, ვისთანაც კი მომეცა ამის შესაძლებლობა, ვუთხარი, რა ხდებოდა გარეთ, რომ ტყვიებს იყენებდნენ, რომ ხალხი სახიჩრდებოდა, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეეწყვიტათ ძალის არაპროპორციული გამოყენება და ვინმეს აეღო პასუხისმგებლობა ხალხთან კომუნიკაციაზე;

მაშინ, როდესაც ვცდილობდი გარეთ მყოფი ხალხის გადარჩენას, სოზარ სუბარი ჩუმად იყო და დუმილი მხოლოდ, მაშინ დაარღვია, როდესაც ომბუდსმენის აპარატში ახლობლის დასაქმება მთხოვა, რაზეც ჩემგან საკადრისი პასუხი მიიღო.

20 ივნისთან დაკავშირებით ომბუდსმენმა შექმნა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, ჩვენ შევისწავლეთ საქმის მასალები, მოვინახულეთ 100-ზე მეტი დაკავებული, დაზარალებულები, დავადგინეთ გამოძიების არაეფექტურობა, გავეცით კონკრეტული პირების მიმართ სს პასუხისმგებლობის დაყენების, დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების რეკომენდაციები.

ეს ანგარიში არის პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რაც 20 ივნისთან არსებობს, მაგრამ:

- არც ერთ „ოცნების“ დეპუტატს, მათ შორის მათ, ვინც ახლა წულუკიანის კომისიაში ზის, არ დაუსვამთ არც ერთი შეკითხვა ჩემთვის აღნიშნულ ანგარიშებთან დაკავშირებით;

- არც ერთ დეპუტატს არ დაუსვამს კითხვები მთავარი პროკურორისთვის, ან შსს მინისტრისთვის ამ ანგარიშზე დაყრდნობით. წულუკიანს, რომელიც იუსტიციის მინისტრი იყო და სტრასბურგში მოპასუხე მხარე, არასდროს უკითხავს ჩემთვის, რა ვნახეთ, რა მოვიკვლიეთ, რა დავადგინეთ. არც ერთ მათგანს არ მოუნახულებია დაზარალებულები, დაკავებულები;

20 ივნისს წულუკიანისგან, კობახიძისგან განსხვავებით, მე ვიდექი ხალხთან და მათი ჩამოყვანილი კომუნისტი რუსი გავრილოვის გამო ხალხის დასახიჩრებისგან გადარჩენას ვცდილობდი.

უფრო მეტიც, ნოემბერ-დეკემბრის თვეში, 10 დღე რომ აქციის მონაწილეებს პოლიციის ფურგონებში აწამებდნენ, იქაც მივიდოდი და დავდგებოდი, ხარებასთანაც შევიდოდი, გომელაურთანაც და კობახიძესთანაც მოქალაქეების წამება რომ მემხილებინა და შემეჩერებინა. მე ასე ვხედავ სახალხო დამცველის მანდატს.

„ქოცებს“ კი უნდათ ისეთი სახალხო დამცველი ვყოფილიყავი, ტელევიზორიდან რომ უყურებდა დარბევას და მერე 6 თვის თავზე ანგარიშს გამოდებდა საიტზე. მაგრამ, მე ასე არ ვმუშაობდი. გავაკეთე მაქსიმუმი და ჩემი ჩართულობით იქნებ, მეტი ადამიანიც გადაურჩა თქვენი ხელით თვალების დათხრას, ან დაკავების დროს ცემას და პატიმრობას“, - წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი ფრიდრიხ მერცს - მოუთმენლად ველი თქვენთან ერთად მუშაობას, რათა აღვადგინოთ პარტნიორობა
ვის შეეხება MEGOBARI აქტის სანქციები - სია ცნობილია
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
მოსკოვში აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერა - რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინა თავდასხმას ახორციელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE
გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი