18:42 - 02 May, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-16 16:14:54, 618 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბუღალტრული პროცესების გაციფრულების ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია. სწორედ ამ მიზნით, ფინანსურმა ინსტიტუტმა შექმნა პლატფორმა ბიზნეს 360°-ი, რომელიც  ბიზნესის განვითარებისთვის მრავალფეროვან შესაძლებლობებს აერთიანებს. პლატფორმის ნაწილია ბიზნეს შეხვედრები და ბიზნესკურსები, რომლებიც კომპანიებს ყოველდღიური საქმიანობის უკეთ დაგეგმვასა და წარმართვაში ეხმარება.

ამჯერად, რეგულარული ბიზნეს-ღონისძიებების სერიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც Fas Group-ის დამფუძნებელმა, ნათია სხვიტარიძე ბუღალტრული პროცესების გაციფრულებაზე ისაუბრა.

ვორკშოპზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები გაეცნენ:

  • სტაბილური შემოსავლების უზრუნველყოფისა და ხარჯების ეფექტიანად მართვის გზებს;
  • ბუღალტრული აღრიცხვის თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს;
  • აღრიცხვისა და დეკლარირების მეთოდებს Fas Group-ის ახალი პროდუქტის დახმარებით.

ღონისძიებას ბიზნესის 70-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ხოლო მათ, ვინც ვერ მოახერხა ვორკშოპში მონაწილეობის მიღება, შესაძლებლობა აქვთ, ბუღალტრული პროცესების შესახებ მეტი ინფორმაცია საქართველოს ბანკის ბიზნესკურსიდან მიიღონ.

ნათია სხვიტარიძის ავტორობით შექმნილი ბიზნესკურსი „როგორ დავთვალოთ სწორად“ ნებისმიერი მსურველისთვის ონლაინ ვიდეოლექციების ფორმატშია ხელმისაწვდომი. კურსის დახმარებით გაეცნობით ბუღალტრულ და ფინანსურ საკითხებს, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კომპანიის სწორად ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის.

„ბიზნესის საჭიროებების კვლევა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამ კვლევების შედეგად მიღებული მიგნებებით ჩვენ ვქმნით მრავალფეროვან პროექტებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის — როგორც ფიზიკური შეხვედრების, ისე დისტანციური სასწავლო რესურსების სახით. მათ შორისაა ღონისძიებები და კურსები საბუღალტრო თემატიკაზე. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა მზარდი დაინტერესება ამ პროექტების მიმართ. ეს გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბიზნესის გაძლიერებაში.“, — აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსულ საიტებზე თბილისი-მოსკოვი-სოხუმის ავიაბილეთების გაყიდვა მიმდინარეობს
უკრაინის საგარეო მინისტრი - კიევი არ წავა მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7483 ლარი გახდა
დავით მათიკაშვილი - „ნაც.მოძრაობის“ ქმედებაზე გამოყენებული იქნება სამართლებრივი მექანიზმები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE
გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი