|
2025-04-15 16:29:40, 823 ნახვა
ეკონომიკა
4GB-ს მუსიკალური ფესტივალი 16 მაისს გაიმართება - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
16 მაისს, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი 4GB ახალი ფორმატით გაიმართება. ფესტივალი ერთდღიანი იქნება და მასზე მხოლოდ მაიკლ მაიერსი დაუკრავს. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი. 4GB ფესტივალი ვიზიტორებს რადიო ქალაქში უმასპინძლებს. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ, ვებგვერდზე არის შესაძლებელი. გაითვალისწინეთ, ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. ამასთან, იმ ადამიანებს, რომლებმაც 4GB-ის ფესტივალის ბილეთები შარშან შეიძინეს და შეინახეს, შესაძლებლობა ექნებათ, როგორც წლევანდელ ივენთს, ასევე მომავალ ფესტივალს განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით დაესწრონ. ინფორმაციისთვის, 4GB რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან იმართება. სამწლიანი პაუზის შემდეგ, რომელიც კოვიდის პანდემიითა და უკრაინაში მიმდინარე ომით იყო გამოწვეული, ფესტივალი 2023 წელს დაბრუნდა და კვლავ აგრძელებს მსმენელისთვის დაუვიწყარი ემოციებისა და ღირებულებების გაზიარებას.
ტრამპმა და პუტინმა, მორიგ ჯერზე ტელეფონით ისაუბრეს
ტრამპის შვილებს პენტაგონისთვის უკრაინული დრონების ტექნოლოგიის გადაყიდვა სურთ
საფრანგეთი ირანში ავიამზიდს და სამხედრო გემებს გაგზავნის ჰორმუზის სრუტის გასახსნელად
ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი სუს-ის გამოძიების შესახებ სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ქალთა წინააღმდეგ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის კონვენციიდან გამოსვლას აპირებს
ტრამპს ირანის წინააღმდეგ ქურთების გამოყენება სურს - დაიწყება თუ არა რეგიონში ქაოსი
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არმავირში ნავთობის საწყობს შეუტიეს
ხარკოვში რუსებმა მაღალსართულიანი შენობა დაბომბეს: 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)