|
2025-04-15 09:22:28, 654 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს 2.3 მილიარდი დოლარის დაფინანსებას უყინავს
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს 2.3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფედერალურ დაფინანსებას გაუყინავს, - ინფორმაციას Reuters-იავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც უნივერსიტეტმა უარი განაცხადა მის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულებაზე. მანამდე, გასულ თვეში ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ განიხილავდა ჰარვარდისთვის გამოყოფილ 9 მილიარდი დოლარის ფედერალურ კონტრაქტებსა და გრანტებს, როგორც ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მიმართული ზომების ნაწილს, რომელიც მათი მტკიცებით, ბოლო 18 თვის განმავლობაში პალესტინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების დრო უნივერსიტეტის კამპუსებში გაჩაღდა. უნივერსიტეტს განათლების დეპარტამენტმა მოსთხოვა, იმუშაოს იმ პროფესორ-მასწავლებლების, პერსონალისა და სტუდენტების გავლენის შესამცირებლად, რომლებიც „აქტივიზმის მიმართ უფრო ერთგულები არიან, ვიდრე განათლების მიმართ“. დეპარტამენტის წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ჰარვარდმა მხოლოდ დამსახურების საფუძველზე უნდა აიყვანოს პროფესორ-მასწავლებლები და მიიღოს სტუდენტები და შეწყვიტოს რასის, კანის ფერის ან ეროვნული წარმომავლობის საფუძველზე ყველა პრეფერენცია. დეპარტამენტის მოთხოვნის თანახმად, უნივერსიტეტმა ასევე უნდა შეამოწმოს საერთაშორისო სტუდენტები, „რათა თავიდან აიცილოს ამერიკული ღირებულებების მიმართ მტრულად განწყობილი სტუდენტების მიღება“ და ფედერალურ საიმიგრაციო ორგანოებს აცნობოს ქცევის წესებს დამრღვევი უცხოელი სტუდენტების შესახებ. ჰარვარდის პრეზიდენტმა ალან გარბერმა საჯარო წერილში დაწერა, რომ განათლების დეპარტამენტის მიერ გასულ კვირას წარდგენილი მოთხოვნები ფედერალურ მთავრობას საშუალებას მისცემს ჰარვარდს გააკონტროლოს და საფრთხე შეუქმნას სკოლის, როგორც კერძო დაწესებულების, ღირებულებებს. „არცერთმა მთავრობამ - მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაში - არ უნდა განსაზღვროს, თუ რა შეუძლიათ კერძო უნივერსიტეტებს ასწავლონ, ვინ შეუძლიათ მიიღონ და დაიქირაონ და სწავლისა და კვლევის რომელი სფეროები განახორციელონ“, - განაცხადა გარბერმა.
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)