03:56 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-14 18:51:46, 876 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ომზე - პრეზიდენტმა ზელენსკიმ და თაღლითმა ჯო ბაიდენმა ამ საზარლობის დაწყება დაუშვეს

რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ბაიდენის ომია - პრეზიდენტმა ზელენსკიმ და თაღლითმა ჯო ბაიდენმა აბსოლუტურად ამაზრზენი სამუშაო გასწიეს, რამაც ამ აბსურდის დაწყება შესაძლებელი გახადა , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ბაიდენის ომია და არა ჩემი. მე აქ ახლახან მოვედი და ჩემი ვადის ოთხი წლის განმავლობაში ამის წარმოქმნა უპრობლემოდ აღვკვეთე. პრეზიდენტი პუტინი და ყველა სხვა თქვენს პრეზიდენტს პატივს სცემდა. მე არაფერი მაქვს საერთო ამ ომთან, მაგრამ მე ვმუშაობ იმისთვის, რომ სიკვდილი და ნგრევა დასრულდეს“, - წერს დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, „2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო ეს საშინელი ომი არასოდეს მოხდებოდა“.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ და თაღლითმა ჯო ბაიდენმა აბსოლუტურად ამაზრზენი სამუშაო გასწიეს, რამაც ამ აბსურდის დაწყება შესაძლებელი გახადა. ბევრი გზა არსებობდა ამის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ ეს უკვე წარსულშია. ახლა ეს უნდა შევაჩეროთ და თან სწრაფად. ძალიან სამწუხაროა!“, - აღნიშნავს დონალდ ტრამპი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics