12:42 - 23 Apr, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-14 18:05:46, 532 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია მელიას დაკავებაზე - შემოვიდა ივანიშვილი, დაიწყო მართვა და ბოლომდე წაიღო პროცესი

პარტია გახარია - საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლის, თეა წულუკიანი საგამოძიებო კომისიაზე მისი ქართული ოცნების ყოფნის პერიოდში პრემიერმინისტრობის პოზიციის დატოვების ფაქტსა და ნიკა მელიას 2021 წლის 23 თებერვალს, ენმ-ს ცენტრალურ ოფისში დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

წულუკიანთან საუბრისას, გახარიამ განაცხადა, რომ 2021 წლის 23 თებერვალს, ენმ-ს ცენტრალური ოფისის შტურმისა და ნიკა მელიას დაკავების პროცესს რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებდა - გახარიას თქმით, "ივანიშვილმა ეს პროცესი თავიდან ბოლომდე წაიღო თავის თავზე". 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი გუშინ, 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. 

იმ ღამეს დაიწყო საპოლიციო ძალების მომზადება და რაღაც მომენტში მე გამიჩნდა აზრი, რომ დავიწყოთ საუბარი, იქნებ  დღეს კი არ დავაკავოთ გამთენიისას, დავაკავოთ ხვალ საღამოს, ან ზეგ საღამოს - დღეებზე იყო აქ საუბარი. იქ დაპირება იყო გაცემული, რომ დასაკავებელია და ამ დაპირებას მე ყოველთვის ვასრულებდი და შევასრულებდი. 

ამის შემდეგ, ვუკავშირდები პოლიტსაბჭოს ყველა წევრს, ვუკავშირდები მთავრობის ყველა წევრს და ვეუბნები, რომ "მეგობრებო, დილით ადრე, 8 საათი შემოგთავაზეთ თუ არ ვცდები, პოლიტსაბჭოს სხდომა ხომ არ მოვაწყოთ, რომ როგორ გავაკეთოთ" იმიტომ, რომ რეალურად, დავინახე სერიოზული შეჯახების რისკი არსებობდა. 

ამასობაში მე ჩემი კაბინეტის წევრებთან - შს მინისტრთან, სუს-თან, ყველასთან კავშირზე ვარ, ინფორმაციები მომდის - ამ მიწერილზე ქალბატონმა თეამ, მე ეს ტექსტები მახსოვს; როდესაც თქვენ ამბობდით, რომ დღეს, ამ პირობებში, ამ გარემოში ამ შტერი მელიას დაკავებას აზრი არ აქვს, ამიტომ ჯობია ეს გადავავადოთ, რამდენი ხანიც საჭიროა, რომ დაწყნარდეს სიტუაცია.

ვციტირებ, თქვენ მოიწერეთ ეს - თუ საჭიროა ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისს პენიტენციური დაწესებულების ნომერი მივანიჭოთ...

[...] ამის შემდეგ, ბევრი პოლიტსაბჭოს და მთავრობის წევრებიც, მე არ ვიტყვი ახლა უმრავლესობას, მაგრამ ძალიან ბევრი იყო ჩემს აზრზე - მერე უცებ ეს ხალხი ყველა გაქრა - ეს იყო ის უხილავი კაცის ხელი.

ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ შს მინისტრი რომელიც მთავრობის ხელმძღვანელს უნდა ექვემდებარებოდეს , რომელსაც ვესაუბრებოდი და ვეკითხებოდი - "აბა გდდ-ის ძალებში რა ხდება?" უბრალოდ სიმართლეს ვერ მეუბნებოდა.

მარტივი რამ მოხდა - პროცესის სამართავად, მე არ ვიცი კონკრეტულად თქვენთან თუ სხვა ყველასთან, შემოვიდა ივანიშვილი, რომელმაც ეს პროცესი თავიდან ბოლომდე წაიღო თავის თავზე და დაიწყო ამ პროცესის მართვა.

მე ეს ფაქტებით ვიცი და ჩემი გადადგომა იმით კი არ იყო გამოწვეული, რომ მელია არ უნდა დაგვეკავებინა, ჩემი გადადგომა გამოწვეული იყო იმით, რომ არც თქვენ, არც საქართველოს მოქალაქეებს პრემიერი და მინისტრები, რომელსაც უმართავს ადამიანი რომელმაც 1 თვის წინ თქვა, რომ პოლიტიკიდან მივდივარ, ასეთი პრემიერი არავის აღარ სჭირდებოდა". - თქვა გიორგი გახარიამ. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ფავლენიშვილი - ეუთოს გენერალურ მდივანს არ ესმის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე
თიბისის ბიზნესმომხმარებლად დარეგისტრირება უკვე ბიზნესმობაილბანკით, 90 წამშია შესაძლებელი
მედია - რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 134 დრონით შეუტიეს
გურამ მაჭარაშვილი - საფუძვლები, რის გამოც ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, ჩვენ არ დაგვირღვევია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE
გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი