|
2025-04-14 16:28:16, 991 ნახვა
სამართალი
მზია ამაღლობელის ადვოკატი - რაც არ უნდა უცნაური იყოს, გამომძიებელმა მოტივიც კი არ იცის ამ დანაშაულის
რაც არ უნდა უცნაური იყოს, გამომძიებელმა მოტივიც კი არ იცის ამ დანაშაულის, სრულიად ახალი ფორმულირება იფიქრა და ჩამოაყალიბა, რაც თავისთავად ცხადია, საქმეში არ არის, - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაცხადა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე, კერძოდ, კი, გამომძიებელი მიხეილ დარჩია დაიკითხა. „დღეს გამომძიებელი დავკითხეთ, ვისაც საქმე გადაეცა თითქოს, იმიტომ, რომ საქმეზე ობიექტურობა უზრუნველეყოთ. რა საკვირველია, ამ მოწმის ჩვენება ისეთივე ურთიერთგამომრიცხავი, არალოგიკური, დაუჯერებელი, არაგონივრული, სამართლებრივად არასწორი და ბევრი ხარვეზით, პრობლემითაა, ისევე, როგორც აქამდე დაკითხული სხვა მოწმეების შემთხვევაში. მთავარი ამოცანა, რა გახლავთ, რატომ გადაეცა საქმე ოზურგეთს? მეტ-ნაკლებად, ობიექტური დამკვირვებლისთვის იმის შთაბეჭდილების შესაქმნელად, რომ საქმეზე მართლაც გამოძიება მიმდინარეობს. როგორც მოწმის დაკითხვით გავიგეთ, არაფერიც არ მიმდინარეობს არც ოზურგეთის პოლიციის განყოფილებაში. მან თქვა, რომ იგივე პოლიციელები გადაკითხეს, მან გვითხრა, რომ იდენტიფიცირება თავადვე მოახდინეს - მოვიდა და თქვა, ეს ნიღბიანი ვარ მეო, მეც დავუჯერე, ეჭვის შეტანის საფუძველი არ მქონდა, არ ვიცნობ, არც სახეზე ვიციო. სამოქალაქო პირები, რომლებიც აქციაზე იყვნენ, მათ არ ვიცნობო, პოლიციას თურმე, მათი იდენტიფიცირების საშუალება არ ჰქონდა, ამიტომ არ არიან თურმე ისინი გამოკითხული. ეს რამდენად დამაჯერებელია, ამაზე საზოგადოება გააკეთებს დასკვნას. ასეთი მოცემულობა გვაქვს, გამოკითხული, გადაკითხული, ამ პოლიციაში - ბათუმის, თუ ოზურგეთის, ცრუ პოლიციელები არიან, აქედან ყველა ნიღბიანია, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, სხვა ბევრ გარემოებაზეც ვკითხეთ გამომძიებელს და ის პასუხები მივიღეთ, რომელიც გვჭირდებოდა. ახლა ერთი მოწმე დაიკითხება, რომელსაც ნიღაბი არ აქვს და ამბობს, თვითმხილველი მოწმე ვარო. რაც არ უნდა უცნაური იყოს, გამომძიებელმა მოტივიც კი არ იცის ამ დანაშაულის, სრულიად ახალი ფორმულირება იფიქრა და ჩამოაყალიბა, რაც თავისთავად ცხადია, საქმეში არ არის... გამომძიებელმა არ იცის, როდის დასრულდება[მობილურის ექსპერტიზა], ეს იქნება პლუს უსასრულო დროში გაწერილი ექსპერტიზა, რაც ყველაზე მთავარია, რატომ დანიშნეს ექსპერტიზა, დაასრულეს გამოძიება და მოტივი სხვა არისო თქვეს. ამ პატაკში წერია, რომ მოტივი სავარაუდოდ, სხვაა, რომ ვიღაცამ შეიძლება დავალება მისცა მზიას და ამიტომ განახორციელა, ეს შემოლაწუნება, თუმცა, ბრალდებით მოტივი სხვა გახლავთ, გამომძიებელმა ისიც არ იცოდა, ბრალდების დადგენილებით რა არის მოტივი, მან თქვა, თურმე, იმიტომ გაულაწუნა, სხვა დაკავებულების გამო იძია შურიო“, - განაცხადა მწარიაშვილმა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)