18:23 - 26 Apr, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-14 15:28:02, 552 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი გიორგი გახარიას - გითხარით გააჩერე რეზინის ტყვიების სროლა, რაზეც თქვენი პასუხი იყო ცინიკური

ძალიან სერიოზული ამნეზია დაგმართნიათ - მეორე ოთახში რომ გავედი და დავინახე ტელევიზორში, რა უბედურება ტრიალებდა, თქვენთან შემოვედი და გითხარით: „გააჩერე რეზინის ტყვიების სროლა იმიტომ, რომ უბედურება ტრიალებს“. თქვენი პასუხი იყო სრულიად ცინიკური, რომ „რაღაც ძველი დროის კადრებს ატრიალებენო“. იქნებ, ესეც გაიხსენოთ, თუ არ გახსოვთ? - ამის შესახებ დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, სოზარ სუბარმა შს ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას განუცხადა, რომელიც კომისიას 20 ივნისის საქმეზე კითხვებს პასუხობს.

საპასუხოდ გახარიამ აღნიშნა, რომ სოზარ სუბარი რასაც ახლა ამბობს, გამოძიებისთვის უნდა ეთქვა. მანამდე კი, მან კომისიის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ დაცვაში დაადანაშაულა, რაზეც სოზარ სუბარმა ასე უპასუხა: „ნაცები“, ვინც დაიცვა ამას [ვიტყვით], როცა თქვენი გადადგომის თემამდე მივალთ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

თავის მხრივ გახარიამ ასე უპასუხა: „იქ,ჯობია არ მიხვიდეთ. თქვენ არ მოგიწიოთ გადადგომა, იქ რომ მიხვალთ“.

ამასთან, 20 ივნისის ღამეზე საუბრისას სოზარ სუბარმა გახარიას უთხრა, რომ რადგანაც ვერ იხსენებს, რომელ კაბინეტში იყო, ვინ იყო მის გვერდით, ასევე არ ახსოვს, საერთოდ რამე ბრძანებებს გასცემდა თუ არა, იძულებულია თავად შეახსენოს დეტალები.

„იძულებული ვარ, მცირედით განგიახლოთ მეხსიერება იმიტომ, რომ მე ნამდვილად ვიყავი იქ და დაახლოებით ამხელა დარბაზი, პარლამენტის ამავე ფლიგელში, ერთი სართულით ქვემოთ, ვიცე-სპიკერის ოთახში, ამხელა დარბაზი სავსე იყო პარლამენტის წევრებით, იყვნენ მთავრობის წევრები, ვიყავი მეც. დიახ, ასე იყო“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გახარიამ დაუდასტურა, რომ აღნიშნული პირები ძალით მიიყვანა.

„რა თქმა უნდა, მე არ მითქვამს [რომ არ იყვნენ], მერე მოვიყვანე, ძალით. ცარიელი იყო ეს შენობა“, - აღნიშნა გახარიამ.

ამ საკითხზე საუბრისას სოზარ სუბარმა გახარიას შეახსენა, რომ მასთან ერთად იმყოფებოდნენ იმ დროინდელი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე. სუბარს კომისიის ერთ-ერთი წევრი, გურამ მაჭარაშვილიც გამოეხმაურა.

„აქეთ რომ გვაბრალებთ „ნაცობას“, თქვენ ოთახში რა უნდოდა ლომჯარიას „ნაცების“ წარმომადგენელს „ნაცების“ სახალხო დამცველს, რა უნდოდა თქვენ ოთახში?“ ჰკითხა გახარიას გურამ მაჭარაშვილმა. თავის მხრივ, თეა წულუკიანმაც აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი 20 ივნისის ღამეს უნდა ყოფილიყო „გამზირზე და დაეცვა მოქალაქეების უფლებები და აღენუსხა ყველა დაზიანება’.

„ახლა ლომჯარიას საქმესაც მე ნუ დამაბრალებთ, რას აკონტროლებდა, რა!“- უპასუხა გახარიამ კომისიის წევრებს და თავმჯდომარეს.; ამასთან, აღნიშნა, რომ ზუსტად არ ახსოვს, ნინო ლომჯარია იყო თუ არა მის კაბინეტში.

გახარიას ამ პასუხს სოზარ საუბარი გამოეხმაურა.

„ძალიან სერიოზული ამნეზია დაგმართვიათ, მაგრამ იმედი მაქვს, ქალბატონ ლომჯარიას და მის მოადგილეს, ბატონ ბურჯანაძეს ასეთი ამნეზია არ აქვთ და თუ არ აქვთ მაშინ ისინი გაიხსენებენ, რომ როდესაც თქვენ გადაწყვიტეთ აქციის დაშლა, მე პირადად, გითხარით თქვენ, „გიორგი, მე ნანახი მაქვს ჩემი თვალით, რა უბედურება მოაქვს რეზინის ტყვიას, ნანახი მაქვს 2009 წლის 6 მაისს, ნანახი მაქვს 2011 წლის 26 მაისს და ამიტომ, სრულიად საკმარისი ძალა არის იმისთვის, რომ გაზით, წყლის ჭავლით, თუ ამის გამოყენება აუცილებელია, დავშალოთ. რეზინის ტყვიები არ გავარდეს. თქვენ ბრძანება გაეცით დაშლის.

იმ ოთახიდან, ზემოდან არ ჩანდა, მეორე ოთახში რომ გავედი და დავინახე ტელევიზორში, რა უბედურება ტრიალებდა, თქვენთან შემოვედი და გითხარით, გააჩერე რეზინის ტყვიების სროლა იმიტომ, რომ უბედურება ტრიალებს! თქვენი პასუხი იყოს სრულიად ცინიკური,რომ :რაღაც ძველი დროის კადრებს ატრიალებენო“. იქნებ ესეც გაიხსენოთ, თუ არ გახსოვთ?“-განაცხადა სუბარმა.

საპასუხოდ გიორგი გახარია, სუბარი ტყუილში დაადანაშაულა.

„გავიგე, „მაგრები ხართ“... ახლა, რაც თქვა, ეს არის ჩვენება, რომელიც უნდა მიეცა გამოძიებისთვის. ჩვეულებრივი ინტერესთა კონფლიქტია. ეს ბატონი, თუ არის მოწმე, რა უნდა კომისიაში, რას ლაპარაკობთ?! ახლა რაც მოჰყვა,ეს ჩვენება მაინტერესებს, გამოძიებისთვის მიცემულია? 6 წელია გამოძიება მიმდინარეობს. თქვენ ხართ დეპუტატი, ყოფილხართ ადგილზე, რაც მართლა არ მახსოვს. თურმე თქვენთან მილაპარაკია,თქვენ რჩევები მოგიციათ ჩემთვის, მე ამ რჩევებზე რაღაც პასუხი გამიცია, თქვენ თურმე აქ ყოფილხართ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი და ეს პროკურატურას მოახსენეთ?“-განაცხადა გიორგი გახარიამ

თავის მხრივ, სოზარ სუბარმა ასე უპასუხა:

„თქვენ, თუ ის არ გახსოვთ, რომ იქ სახალხო დამცველი იყო, ე.ი. ბევრი რამე არ გეხსომებათ. კითხვებს ჩვენ ვსვამთ და არა თქვენ“, - განაცხადა სუბარმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანში ძლიერი აფათქების შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
დიდუბის პანთეონში საბჭოთა, ქართველი და რუსი მოქანდაკე ზურაბ წერეთელი დაკრძალეს
საპატრიარქო თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
აქციის მონაწილეებს პროკურატურასთან მსვლელობით მივიდნენ ადგილზეა პოლიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE
გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი