|
2025-04-11 12:56:04, 634 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინა გაძლიერდეს
გერმანიამ წელს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი 3 მილიონი ევროთი გაზარდა და მომავალ წლებში 8 მილიონ ევროზე მეტს დახარჯავს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. მისი თქმით, ომის მომავალზე მოლაპარაკებების დასაწყებად, შესაძლოა, ფანჯარა გაიხსნას. „მაგრამ ეს ფანჯარა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიხსნება, თუ რუსეთს ვაჩვენებთ, რომ უკრაინა, საჭიროების შემთხვევაში, ბრძოლის გაგრძელებას შეძლებს“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, შეიარაღების უფრო მოწინავე სისტემებით, საკმარისი რაკეტებითა და საბრძოლო მასალით, ასევე კარგად გაწვრთნილი ძალებით, უკრაინა კვლავ შეძლებს თავის დაცვას შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების შემდეგაც კი. „რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, უკრაინა ძლიერდება. ჩვენ ეს უნდა უზრუნველვყოთ და აუცილებლად უზრუნველვყოფთ“, - აღნიშნა პისტორიუსმა. ცნობისთვის, 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დღეს ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას მართავს, რომელსაც გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრები თანათავმჯდომარეობენ. შეხვედრაზე მოისმენენ, რა ვითარებაა ადგილზე, რა არის საჭირო და როგორ შეუძლიათ მათ დახმარების გაწევა. აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი შეხვედრას ვიდეოკავშირის საშუალებით დაესწრება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა აშშ-ის წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე გაიმართებოდა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)