|
2025-04-11 12:41:56, 729 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი Touch RGB გაიმართება
საქართველოს ბანკი განაგრძობს ტექნოლოგიური და კრეატიული ინდუსტრიის ხელშეწყობას. ამ მიზნით, ბანკი აგრძელებს პარტნიორობას Touch Platform-თან და კიდევ ერთ საერთაშორისო ფესტივალს უჭერს მხარს. ამჯერად, 24 აპრილს, ციფრული დიზაინის მეორე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება და იგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ინდუსტრიის გამორჩეულ ლიდერებს უმასპინძლებს. ფესტივალის მთავარი მიზანი ადგილობრივი და რეგიონის "დიზაინ ქომუნითის" მხარდაჭერაა, პროფესიული უნარების განვითარების, სანაცნობო წრის გაფართოებისა და მსოფლიო ბაზარისთვის მომზადების გზით. ფესტივალი რამდენიმე საკითხის ირგვლივ გააერთიანებს სპიკერებსა და აუდიტორიას. ესენია:
აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მოისმინოს საინტერესო პრეზენტაციები, დაესწროს პანელურ დისკუსიებს, გაიღრმავოს ცოდნა და უნარები ვორკშოპებზე და გაიცნოს თანამოაზრეები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები Netflix-დან, Discord-დან, Hanzo-დან და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიებიდან. სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://touch.ge/touმchrgb25 ფესტივალის ბილეთების შეძენას Early Bird ფასად შეძლებთ ვებგვერდიდან: https://touch.ge/touchrgb25 ღონისძიების მთავარი პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, Fabrika, Holy Motors, GIPA. ქომუნითი პარტნიორები არიან: Design Institute, Comm School, DAS, smart academy და ProductTank. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ფესტივალის ვებ გვერდს. ღონისძიებაზე მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი ღონისძიებას მხარს უჭერს ბიზნეს 360°-ის ფარგლებში. ბიზნეს 360° პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)