2025-04-09 19:45:16, 548 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ მეტი მზაობის გამოჩენა
![]() ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ მეტი მზაობის გამოჩენა, რათა ხელისუფლებასთან აწარმოონ დიალოგი და ჰქონდეთ პარტნიორული ურთიერთობები, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივნის, ალენ ბერსეს კომენტარზე. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ ბერსემ აღნიშნა, რომ „საქართველოში სიტუაცია არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა, მაგრამ შეიძლებოდა, ბევრად უარესი ყოფილიყო, გვჭირდება მეტი კონტაქტი, ერთად მუშაობა, მალე დავუკავშირდები მმართველ პარტიას, პრემიერ-მინისტრს“. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ყველამ უნდა აღიაროს, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელთანაც დიალოგი აუცილებელია. „ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ მეტი დიალოგი და მეტი მზაობის გამოჩენა, რომ ხელისუფლებასთან აწარმოონ დიალოგი და ჰქონდეთ პარტნიორული ურთიერთობები. ბატონ ბერსეს ვიზიტს ბულინგი მოჰყვა როგორც შიდა, ისე გარე პოლიტიკური აქტორების მხრიდან. ამიტომ თუ რაიმე პოზიტიური ძვრები იქნება, ჩვენ ამას მივესალმებით. უბრალოდ ყველამ უნდა აღიაროს ქართველი ხალხის არჩევანი, ყველამ უნდა აღიაროს, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელთანაც აუცილებელია დიალოგის წარმოება“, – აღნიშნა სამხარაძემ.
ლინ ძიანი - ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ვეწინააღმდეგებით
ირაკლი ზარქუა - ჯო უილსონი თაღლითი კონგრესმენია და ყიდის დროშებს, რომ ფული გააკეთოს
პესკოვი - რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს, მაგრამ თუ კიევის რეჟიმისგან საპასუხო რეაქცია არ იქნება, ადეკვატურ პასუხს გასცემს
თინა ბოკუჩავა - მომდევნო კვირას „ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს ვიზიტს აშშ-ში
|
რედაქტორის რჩევით
![]() აშშ უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ ახალი გეგმის შემუშავებას გეგმავს
ოცნების რეჟიმის მსახურები ამერიკული MEGOBARI-ს აქტის მოლოდინში
ომი უკრაინაში![]() რუსებმა ხარკოვს დრონებით და მართვადი ბომბებით შეუტიეს - დაშავდა 11 ადამიანი
![]() რუსული პროპაგანდისტული Telegram-არხები - უკრაინამ კურსკის საზღვართან იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|