|
2016-03-14 16:02:50, 786 ნახვა
სამართალი
ალეკო ელისაშვილი: სამი თვე დასჭირდათ, რომ გადაეფხიკათ და მჟავაში ეყვინთავებინათ ჩემი ბეჩავი ტელეფონი
„სამი თვე დასჭირდათ იმისათვის, რომ გადაეფხიკათ და მჟავაში ეყვინთავებინათ ჩემი ბეჩავი ტელეფონი“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა შსს-ს და ექსპირტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომლის თანახმადაც, ელისაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის მიერ გაგზავნილი მესიჯების და სხვა კომუნიკაციის აღდგენა ვერ მოხერხდა. ალეკო ელისაშვილი საერთაშორისო ექსპერტიზას მიმართავს. „მივმართავ საერთაშორისო ექსპერტიზას და დავადასტურებინებ, რომ წაშლილია ყველაფერი. სამი თვე დასჭირდათ იმისათვის, რომ გადაეფხიკათ და მჟავაში ეყვინთავებინათ ეს ჩემი ბეჩავი ტელეფონი, რომელიც ახლა ხელში მიჭირავს და დავუწერე კიდეც, რომ სამარცხვინოები არიან. ცდილობენ, ხელი დააფარონ ბესელია-კობახიძეს. „მაგთი“ ადასტურებს, რომ მესიჯები მოსულია. შსს-ს და სამხარაულის ბიუროს ორ დასკვნაში კი ვკითხულობთ, რომ ჩვენ რა პროგრამულ-ტექნიკური საშუალებებიც გვაქვს, ტელეფონში ვერც ზარებს, ვერც სმს-ებს ვერ აღვადგენთო. ეს პასუხი იანვარშია დაწერილი. ამ ან ტელეფონს რას აწვცალებდბნენ ან თავიანთ თავს რაღას იწვალებდნენ. ცდილობენ როგორმე გამოძვრენ. უბრალოდ „მაგთის“ ამონაწერი აქვთ გაჩხერილი და რა უყონ არ იციან“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)