08:54 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 14:09:23, 659 ნახვა

მსოფლიო
ტრამპის ტარიფების ფონზე, ფილიპინები ამერიკულ იმპორტზე გადასახადების შემცირებას აპირებს

ფილიპინები ამერიკულ საქონელზე იმპორტის გადასახადის შემცირებას განიხილავს მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს 180-ზე მეტ ქვეყანას და მათ შორის, ფილიპინებს ტარიფები დაუწესა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. 

ფილიპინურ იმპორტზე აშშ-ს "საბაზისო", 10%-იანი ტარიფი ძალაში 5 აპრილს შევიდა. 9 აპრილს კი, ფილიპინებს დამატებით 18%-იანი ტარიფი დაუწესდება, ჯამში 28%. 

იმის შესახებ, რომ ფილიპინები ამერიკულ იმპორტზე ტარიფის შემცირებას განიხილავს, ქვეყნის ვაჭრობის მინისტრმა ქრისტინა როქმა განაცხადა. 

"ჩვენ ამის გაკეთებას მართლაც ვაპირებთ". - განაცხადა მინისტრმა რეპორტიორის შეკითხვაზე, აპირებდა თუ არა მთავრობა აშშ-დან შემოსულ იმპორტულ პროდუქციაზე ტარიფების შემცირებას. 

როქმა არ დააკონკრეტა, თუ რა სახის იმპორტისთვის ან პროდუქტისთვის შემცირდება ტარიფები. 

მინისტრის განცხადებით, ფილიპინები ასევე განიხილავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური ქვეყნების ასოციაციასთან შეერთებას აშშ-ს ტარიფების საპასუხო ზომების ერთობლივად მისაღებად. 

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა. 

ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იან ტარიფს დაუწესებს, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე.

"საბაზისო" 10%-იანი ტარიფები ძალაში 5 აპრილს შევიდა. 9 აპრილიდან ძალაში შევა აშშ-ს 50-მდე უმსხვილეს პარტნიორზე დაწესებული უფრო მკაცრი ტარიფები. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics