08:54 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-06 15:47:36, 1012 ნახვა

მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში გაემგზავრება, სადაც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება, - ინფორმაციას BBC-ი ნეთანიაჰუს ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა თეთრ სახლში ორშაბათს შედგება და ლიდერები ტარიფებს და სხვა საკითხებს განიხილავენ.

ნეთანიაჰუ იქნება პირველი ლიდერი, რომელიც დონალდ ტრამპს შეხვდება მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა გლობალური ტარიფები დააწესა.

რაც შეეხება ისრაელს, ტრამპის ადმინისტრაციამ ქვეყნიდან იმპორტირებულ საქონელზე 17%-იანი ტარიფები დააწესა მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების გამოცხადებამდე ისრაელმა აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფები გააუქმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics