16:18 - 13 Apr, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-04 15:47:39, 504 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ანრი ოხანაშვილი რომ „სახელმწიფო გადატრიალების საქმეს“ დაიწყებს, ამას წყალი არ გაუვა

ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო გადატრიალების საქმეს რომ დაიწყებს, ამას წყალი არ გაუვა. ის, რომ პროტესტს აღმავალი ხაზი სჭირდება, ის, რომ რუსთაველი საკმარისი არაა, ის, რომ „ქოცი“ მხოლოდ შეძახილით არ გახმება, ეს ჩვენი, პოლიტიკოსების თავის ტკივილი და საფიქრალია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, კრიტიკა სწორია, თუმცა საუბარი იმაზე, რომ „არაფერს არ აკეთებენ“ - არასწორი.

„ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო გადატრიალების საქმეს რომ დაიწყებს, ამას წყალი არ გაუვა. საინტერესო ისაა, ამისთვის ლილუაშვილის შეცვლა რატომ გახდა საჭირო. ალბათ, მალე გავიგებთ.

ცესკომ რომ თავისი დადგენილებით კიდევ უფრო გაამარტივა გაყალბება, ამაზე ლაპარაკს რა აზრი აქვს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თუ არ გავდივართ (და არ გავდივართ)?

წულუკიანის კომისია, პირველ რიგში, სანახაობაა. უნდა გვახსოვდეს, რომ სანახაობას 2 მხარე ჰქმნის: დამხვედრი წულუკიანი და მიმსვლელი „არაქოცი“, ამიტომ იქ სიარული „ქოცური“ პროპაგანდის დახმარებაა.

აიკრძალება თუ არა წულუკიანის კომისიის საფუძველზე პარტიები? თუ კი, არ სჯობს ახლავე ვილაპარაკოთ იმაზე, რომ სრული ართანამშრომლობა გვაქვს რეჟიმთან? და არ აკრძალვის შემდეგ დაშვების დონეზე: რომც არ ავეკრძალეთ, მაინც არ მივიღებდით მონაწილეობას, მაინც არ ვიზამდით ამას, მაინც…

ის, რომ არჩევნები არავის უღიარებია, ქართველი ხალხის პროტესტის, „ენჯეოების“ დიდი შრომის და ქართული ოპოზიციის მუშაობის და სწორი პოზიციის (ქოცური არჩევნების დელეგიტიმაციის) შედეგია. ეს ყველაფერი უცხოეთიდან გვიბრუნდება, როგორც „ქოცების“ არცნობა და სანქციები, რაც თავისით არ ხდება და მუშაობის ერთდღიანი ჩაგდებაც კი არ შეიძლება.

ის, რომ პროტესტს აღმავალი ხაზი ჭირდება, ის, რომ რუსთაველი საკმარისი არაა, ის, რომ „ქოცი“ მხოლოდ შეძახილით არ გახმება, ეს ჩვენი, პოლიტიკოსების თავის ტკივილი და საფიქრალია, პირველ რიგში. ასე რომ, კრიტიკა სწორია, მხოლოდ „არაფერს არ აკეთებენ“ - არასწორი. ზოგიერთი სხვა ტექსტი კი არაფერს ემსახურება, პროცესის მორალიზაციის გარდა და ურთიერთგაუცხოების გარდა, შედეგად არაფერი მოაქვს“, - წერს გვარამია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლატვიის პრეზიდენტი - ბზობის დღეს რუსეთი კვლავ ხოცავს უდანაშაულო მოქალაქეებს უკრაინაში
„ქართული ოცნების“ პარლამენტი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის კანონის განხილვას იწყებს
მაია სანდუ - ბზობის დღეს რუსეთმა სუმი დაბომბა და ხალხი მოკლა, მოლდოვა უკრაინასთან ერთად გლოვობს
გიტანას ნაუსედა სუმზე თავდასხმაზე - ცივილიზებულმა სამყარომ ძალა უნდა გამოიყენოს ამ ბარბაროსების შესაჩერებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE
სალომე ზურაბიშვილის სპეციალური განცხადება #EPN #გააზიარე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics