01:05 - 14 Apr, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-04 15:04:21, 519 ნახვა

პოლიტიკა
ნინო წილოსანი - ცდილობენ ცესკოს ცვლილებებს ჰიპოთეტური სიგიჟეები მიაკერონ, საარჩევნო სისტემა იხვეწება

ცდილობენ ცესკოს ცვლილებებს აბსურდული ვერსიები და ჰიპოთეტური სიგიჟეები მიაკერონ - საარჩევნო სისტემა იხვეწება, ფაქტობრივად, ელექტრონულზე არის გადასული და დამკვირვებელი თამაშობს მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურ როლს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ცესკოს მიერ მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქვით, ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლით, ცესკომ მიიღო ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც გამორიცხავს ყველანაირ ცდომილებებს და „კარუსელებს“.

„არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში, ასეთი დოზით, ასეთი აგრესიულობით, არც უცხოელი და არც შიდა აგენტურული დამკვირვებლები არ იღებენ არჩევნების დროს მონაწილეობას. თავად სისტემა არის კარგად აწყობილი და მათ შორის, სწორედ ამ კარგ საერთაშორისო პრაქტიკაზე გადასვლით, ცესკომ მიიღო ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც გამორიცხავს ყველანაირ ცდომილებებს და „კარუსელებს“. თუ ვინმე ოდნავ მაინც მათემატიკურად აზროვნებს, ან აქვს ლოგიკური აზროვნების უნარი და იცნობს საარჩევნო სისტემას, იმ პროცესებს, რომელიც ელექტრონული არჩევნების დროს წარიმართება, რა თქმა უნდა, გამორიცხავს ყველა იმ აბსურდულ ვერსიებს და ჰიპოთეტურ სიგიჟეებს, რომელსაც ცდილობენ, რომ ახლა მიაკერონ ამ ცვლილებებს,“ - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, ცესკოს დადგენილებით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის სიახლეა ის, რომ ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა ან გამორთმევა დაუშვებელი იქნება. გარდა ამისა, იკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება. ცვლილებები “კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებაში აისახა. ცესკო მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებით, ცესკომ ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემებისა და გაკეთებული არჩევანის გამჟღავნებისგან დაცვის მიზნით კენჭისყრის პროცედურები დააზუსტა და “საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებულ არცერთ უფლებას არ ზღუდავს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიტ კელოგი - ბზობას რუსუების მიერ სუმში სამოქალაქო პირებზე თავდასხმა ყოველგვარ ზღვარს სცილდება
ქუთაისის მეორე ციხეში პატიმარი ორი კვირაა შიმშილობს
უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები თურქეთში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავენ
ემანუელ მაკრონი - რუსეთმა აირჩია ომის გაგრძელება, მკაცრი ზომებია საჭირო - ჩვენი ურყევი ერთგულება უკრაინას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE
სალომე ზურაბიშვილის სპეციალური განცხადება #EPN #გააზიარე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics