2025-04-04 12:38:08, 623 ნახვა
მსოფლიო
ერ-რიადში მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთის წარმომადგენლებს ერთმანეთში უთანხმოება მოუვიდათ
![]() სააგენტო Агентства წერს, რომ 18 თებერვალს ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის შეხვედრაზე მოლაპარაკების მაგიდასთან ადგილის გამო რუსული მხარის წარმომადგენლებს შორის უთანხმოება მოხდა. 18 თებერვალს რუსულ დელეგაციას ოფიციალურად საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე, იური უშაკოვი ხელმძღვანელობდნენ, თუმცა მოლაპარაკებების დაწყების კადრებში რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის (РФПИ) ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევიც ჩანს. Агентства წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ერ-რიადის მოლაპარაკებებამდე პუტინმა ლავროვს უთხრა, რომ რუსული დელეგაცია მხოლოდ ორი ადამიანისგან შედგებოდა. დმიტრიევთან შეხვედრის შემდეგ კი პუტინმა მას მოლაპარაკებებში მონაწილეობის უფლება მისცა, თუმცა ლავროვისთვის ამის შესახებ არ უთქვამს. წყარო ამტკიცებს, რომ ლავროვი გაოცებული დარჩა, როცა მოლაპარაკების დარბაზში რუსული მხრიდან სამი სავარძელი დახვდა. წყაროს მტკიცებით, ლავროვმა სავარძელი მაგიდიდან გაწია და თქვა, "თუ მას [დმიტრიევს] მონაწილეობა სურს, ამის შესახებ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა მითხრას", რის შემდეგაც დმიტრიევმა დარბაზი დატოვა. გამოცემა წერს, რომ დმიტრიევმა ერთ-ერთი ტექნიკური შესვენების დროს მაინც მოახერხა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა. "ამერიკელებიც ბრუნდებოდნენ და ლავროვისთვის უხერხული იყო ჩხუბი. დმიტრიევმა მას სთხოვა, რომ სულ 15 წუთით ყოფნა სჭირდებოდა". - აცხადებს წყარო. Агентства წერს, რომ ვერ მოახერხა დამოუკიდებლად დაედასტურებინა წყაროს ზოგიერთი განცხადება. მოლაპარაკებების კადრებში კრემლის წარმომადგენლების გვერდით მესამე სავარძელი არ ჩანს, თუმცა РФПИ-ის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ კულუარებში დმიტრიევი მარკო რუბიოსთან, მაიკ უოლცთან და სტივ უიტკოფთან საუბრობს. საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 18 თებერვალს გაიმართა. ამერიკულ მხარეს შეხვედრაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი, ხოლო რუსულ მხარეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვი წარმოადგენენ.
ლევან ხაბეიშვილი - გახარია დღეს დააჩმორეს და დაპატარავებული კაცი გვაჩვენეს
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - რუსთაველის გამზირზე მოძრაობა გადაკეტილია
მამუკა მდინარაძე - წარმოიდგინეთ, 20 ივნისს ნინო ლომჯარია იმყოფებოდა გახარიასთან ერთად, ორი აგენტი იყო ერთად
მამუკა მდინარაძე - “კოლექტიურ ნაცმოძრაობას“თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებს
|
რედაქტორის რჩევით
![]() აფრასიძეების მძიმე დანაშაულები, ანუ როგორც აქცევს წულუკიანის კომისია მკვლელებს გმირებად
![]() გებელსდუეტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე რომელშიც 84 მილიონს ვიხდით
ომი უკრაინაში![]() დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 752 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადასცა
![]() სუმიში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი დაიღუპა
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() აფრასიძეების მძიმე დანაშაულები, ანუ როგორც აქცევს წულუკიანის კომისია მკვლელებს გმირებად
მთავარი თემა
|