01:28 - 15 Apr, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-04 11:49:53, 546 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ ყველა ელჩს, არ ჩაერიონ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში

შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს ყველა ელჩს, დარჩნენ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ფარგლებში და არ ჩაერიონ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში. ამის შესახებ პაპუაშვილმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის მხრიდან არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა.

„მე გუშინწინაც აღვნიშნე და რამდენჯერმე გამოვეხმაურე საფრანგეთის ელჩის განცხადებებს, თუ საელჩოს ქმედებებს, რომ ვხედავთ, საქართველოში რადიკალური ძალების მიმართ არის განსაკუთრებული ხელშეწყობა. მე მოვუწოდე როგორც საფრანგეთის, ისე სხვა საელჩოებს, დაეგმოთ და გამიჯვნოდნენ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე მათ მიერ დაფინანსებული ადამიანების ორგანიზებული აქციების დროს თავდასხმას, ბოლოს, ეს თავდასხმა 31 მარტს იყო, დაზიანდა შენობა, აღარაფერს ვამბობ დეკემბერში პარლამენტის შენობაზე თავდასხმაზე, როდესაც ნახევარი მილიონი ლარის ზიანი მიადგა საქართველოს პარლამენტს. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ძალადობას არავინ ემიჯნება, პირიქით, არის ამ ძალადობის წახალისება.

ჩვენ ვნახეთ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც გამოეხმაურა საფრანგეთში მიმდინარე პროცესებს, რასაც მან „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა. რეალურად, საფრანგეთში ოთხი თვის წინ გაასამართლეს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი, სამი წელი მიუსაჯეს. ახლა გაასამართლეს მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი და საპრეზიდენტო არჩევნებზე მთავარი კონკურენტი ლე პენი და ოთხი წელი მიუსაჯეს. ამის ფონზე, როდესაც საფრანგეთის ელჩი საუბრობს პოლიტიკურ ზეწოლაზე, ცენზურაზე და ა.შ. ეს უბრალოდ არასერიოზულია. საფრანგეთში ასამართლებენ პოლიტიკურ ოპონენტებს, საფრანგეთის მოსახლეობა, ბოლო კვლევებით, რომელიც ჩატარდა „ფიგაროს“ მიერ, 60% ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას, 50%-ს სურს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამის ფონზე, საფრანგეთის ელჩის მხრიდან საუბარი თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე და საუბარი, თითქოს პოლიტიკური კრიზისი იყოს, უბრალოდ არასერიოზულია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ელჩს, მათ შორის საფრანგეთის ელჩს, ყველა დარჩეს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ფარგლებში. კერძოდ, მისი 41-ე მუხლის ფარგლებში, რომელიც ავალდებულებს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს, რომ არ ჩაერიონ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში. სამწუხაროდ, ეს აქციეს უსტანდარტო სტანდარტად. ყველა, ვისაც არ ეზარება, დიპლომატიური მისიებიდან, რატომღაც ფიქრობს, რომ არის თავისუფალი, ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, მიუხედავად, საერთაშორისო სამართლებრივი შეზღუდვისა, რომელიც მათ აქვთ დაწესებული. ვხედავთ მათ ზოგიერთის არაკვალიფიციურ კომენტარებს, თავდასხმას ქართულ მართლმსაჯულებაზე, საქართველოს თავდასხმას პარლამენტსა და მოსახლეობაზე, რომელმაც ეს პარლამენტი აირჩია.

მოვუწოდებ მათ, თუკი მათ არ მოსწონთ, როგორც თავად ამბობენ, რუსეთის ქცევა, ვინაიდან ის საერთაშორისო სამართალს არღვევს, შევახსენებ, რომ სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის მხრიდან არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ნუ მოიქცევიან ისე, როგორც მათი გადმოსახედიდან იქცევა რუსეთი და ერევა სხვა ქვეყნის საქმეებში. ეს არის ელემენტარული, რომ პატივი უნდა სცე მასპინძელ ქვეყანას, ხალხს, რომ არ ჩაერიო მის საქმეებში, მით უმეტეს, როდესაც ზოგიერთებს დაბალი კომპეტენცია აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან ხაბეიშვილი - გახარია დღეს დააჩმორეს და დაპატარავებული კაცი გვაჩვენეს
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - რუსთაველის გამზირზე მოძრაობა გადაკეტილია
მამუკა მდინარაძე - წარმოიდგინეთ, 20 ივნისს ნინო ლომჯარია იმყოფებოდა გახარიასთან ერთად, ორი აგენტი იყო ერთად
მამუკა მდინარაძე - “კოლექტიურ ნაცმოძრაობას“თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE
გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი