|
2025-04-04 10:49:54, 917 ნახვა
სამართალი
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა, აქედან 1 „კანონიერი ქურდია“
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ლანჩხუთსა და ბათუმში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ „კანონიერ ქურდს“. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებული არიან - 1996 წელს დაბადებული დ.კ., 1976 წელს დაბადებული ზ.ხ., მეტსახელად „ზალიკო“, 1970 წელს დაბადებული ნ.კ., მეტსახელად ,,ნური“, 1991 წელს დაბადებული ლ.ჩ. მეტსახელად ,,ფურაშკა“, და 1968 წელს დაბადებული ზ.კ. მეტსახელად ,,ტიმოთე“. ,,ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე დაკავებული არიან - 1976 წელს დაბადებული ა.ჭ., 1999 წელს დაბადებული კ.გ. და წარსულში ნასამართლევი, 1975 წელს დაბადებული ლ.მ. „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე დაკავებული არიან - 2000 წელს დაბადებული ლ.მ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1980 წელს დაბადებული რ.ო., 1982 წელს დაბადებული ვ.ბ., 1977 წელს დაბადებული კ.ხ. და 1972 წელს დაბადებული გ.ხ. რაც შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ, წარსულში ნასამართლევ 1970 წელს დაბადებულ თენგიზ ხოფერიას, მეტსახელად „ჭინკას“ „კანონიერი ქურდობისთვის”, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ ბრალდებულები კავშირზე იყვნენ ე.წ „კანონიერ ქურდებთან“, ასრულებდნენ მათ დავალებებს და აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში. „ქურდული გარჩევებით“, დაშინებით, მუქარით, საკუთარი კრიმინალური გავლენების გამოყენებითა და უკანონო ქმედებებით, ასევე, ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მოპოვების, დაკავებულები თავიანთი და სხვისი სარგებლის მიღების მიზნით გურიის რეგიონში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახორციელებდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას. პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ასევე ამოიღეს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღები, ვაზნები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა” და ფული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ინფორმაციას შსს ავრცელებს
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)